სიახლეები

"გირჩის" კიდევ ერთი გამარჯვება: აჭარის უმაღლესი საბჭოს კანდიდატებსაც "შარდის სიწმინდე" აღარ მოეთხოვებათ

როგორც იცით, 18 სექტემბერს "გირჩის" აჭარის უზენაესი საბჭოს კანდიდატთა სიის პირველ ნომერმა, ლალი ანთიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში დეპუტატების "შარდის სიწმინდის" შემოწმების აუცილებლობის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელი შეიტანა.  ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

ამავე დღეს, აჭარის უმაღლესმა საბჭომ ინიციატივა წარადგინა, რომლის მიხედვითაც ნარკოლოგიური ცნობის წარდგენის ვალდებულებისგან, უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე კანდიდატებიც თავისუფლდებიან. ცვლილებების კანონპროექტი უკვე მზადაა. პლენარული სხდომა კი, მომდევენო  კვირაში გაიმართება. 

ჩვენ დავუკავშირდით "გირჩის" ერთ-ერთ ლიდერს და ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატს, იაგო ხვიჩიას დავუკავშირდით და ვკითხეთ, თუ რას ფიქრობდა ამ ინიციატივაზე. 

ჩვენ სარჩელი 2 საათზე შევიტანეთ, 5 საათზე ეს ნიუსი დაიწერა, რაც მისასალმებელია.  ჩვენ საერთოდ არ გვიხარია სასამართლოში დავა ყველაფერზე, ამიტომ მოხარული ვარ, რომ ეს არ მოგვიწევს (თუ არ მოგვიწევს), ვფიქრობ ეს საკითხის მიმართ ადეკვატური დამოკიდებულებაა და იმედი მაქვს ბოლომდე იქნება მიყვანილი.

                                                                                                                                                             - გვითხრა იაგომ.

შეგახსნებეთ, რომ 24 ივნისს "გირჩმა" პარლამენტის წევრობის მსურველების შარდის სიწმინდის წინააღმდეგ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა.  ვრცლად სარჩელის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

რის შემდეგაც ხელისუფლებამ ახალი კანონპროექტი წარადგინა, რომლის თანახმად, პარლამენტის წევრობის კანდიდატებისთვის სავალდებულო აღარ იქნება ნარკოლოგიური შემოწმების გავლა. 16 სექტემბერს პარლამენტმა პირველი მოსმენით „საარჩევნო კოდექსი“ შესატანი ცვლილებები  მიიღო.

                                                                                                                                                         ავტორი: პოლინა აბზიანიძე 

Comments