სიახლეები

"გირჩის" სარჩელი გენდერულ კვოტებზე საკონსტიტუციო სასამართლომ განხილვაში მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ "გირჩის" სარჩელი გენდერული კვოტირების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ არსებით განხილვაში მიიღო. მოსარჩელეები ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ არიან. 

"საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო "გირჩის" სარჩელი, რომლითაც ვასაჩივრებთ კვოტირების წესს, რომლის მიხედვითაც პოლიტიკურ პარტიებს ვალდებულება ეკისრებათ, "ცესკო"-ში რეგისტრაციისთვის პარტიულ სიაში ყოველი მეოთხე ადამიანი ჰყავდეთ გასხვავებული სქესის. ერთის მხრივ, ეს ხელს უშლის "გირჩის" და სხვა მოსარჩელეების პასიური საარჩევნო ხმით სარგებლობის უფლებას. ასევე ეწინააღმდეგება ამომრჩევლებისა და მხარდამჭერების ნებას იმიტომ, რომ "გირჩის" პარტიული სია შედგენილი არის პარტნიორებისა და გულშემატკივრების მიერ. შესაბამისად,  ეს შეზღუდვა, რომელიც პარტიებს ამ რეგულაციის დაცვას ავალდებულებს მიგვაჩნია, რომ არის არაკონსტიტუციური."

                                                                                                                                                       - განაცხადა ლევან ჯგერენაიამ. 

"იქიდან გამომდინარე, რომ პირველი პრეცედენტია, სხვა საქმეებთან შედარებით პრიორიტეტულია და როგორც თავად წერენ, დიდი ალბათობით დაჩქარებული წესით განიხილავენ. რაც ნიშნავს იმას, რომ ამ დისკრიმინაციული ნორმის გაუქმების შანსი გვაქვს. იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამჯერადაც თავის სიმაღლეზე იქნება და კვოტირების ნორმა გაუქმდება."

                                                                                                                                                          - ამბობს ანა ჩიქოვანი. 

შეგახსენებთ, რომ „გირჩმა“ საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც პარტიებს ვალდებულება ეკისრებათ პარტიული სია ისე ჰქონდეთ შედგენილი, რომ ყოველი მეოთხე ადამიანი განსხვავებული სქესის იყოს, ამ წესის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 10 ივლისსს დაარეგისტრირა. 

საკონსტიტუციო სასამართლოს საოქმო ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

                                                                                                                                                                  ავტორი: პოლინა აბზიანიძე

Comments