სიახლეები

"გირჩის" პრაიმერისი 26.07

პარტიული სიის ფორმირების პროცესის დასრულებამდე  უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება, შესაბამისად, დაძაბულობაც მატულობს. 

პირველი ხუთეული დღეს ასე გამოიყურება: 

1. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 8.9 მილიონი GeD (Georgian Dollar)

2. ალექსანდრე რაქვიაშვილი - 8.1 GeD (Georgian Dollar)

3. ვახო მეგრელიშვილი - 8 GeD (Georgian Dollar)

4. იაგო ხვიჩია- 7.8 GeD (Georgian Dollar)

5. ამირან ტორონჯაძე - 7.6 GeD (Georgian Dollar)

ალბათ უკვე გაიგეთ, რომ ზურაბ ჯაფარიძის 16 მილიონი GeD-იდან, 12 მილონამდე უკვე გადანაწილდა თანაბრად პორტალის 2000 წევრზე. დარჩენილი 4 მილიონი ორშაბათს დარიგდება.

ზურას ჯედების გადანაწილების სისწორესი  ეჭვი შეიტანა "გირჩის" ბორდის წევრმა და პოლიტიკოსმა, იმედა კლდიაშვილმა, რასაც წევრების ჯგუფში რამოდენიმე პოსტი მიუძღვნა, რომლებსაც უცვლელად გთავაზობთ: 

ზურაბ ჯაფარიძე რა ქენი ეს, როგორ გაასოციალისტე მთელი გირჩი

ვისაც ჯაფარას თანაბრად განაწილებული GeD-ები მიიღეთ და გიხარიათ, საკუთარ თავში ჩაიხედეთ და პატარა სოციალისტად იპოვით, თან ძაან გახარებულს. :D

ლევან ჯგერენაია

ჩემზე ჩარიცხული უკან დაუბრუნეთ ჯაფარას, ასე მირჩევნია დავფიქსირდე ამ აქციაში.

ჩარიცხვამდე არ ვამბობდი მაინტერესებდა რამდენი გააპროტესტებდა.

მე ვარ პირველი ვინ მიერთდებით ?

დამატება:
ხო არავისთვის წაურთმევია არ არის არგუმენტი.
მე თანაბრად განაწილება არ მომწონს და ეს არის სოციალისტური.

იაგოს დამფინანსებლებმა და მხარაჭერებმა უკვე იგრძნეს ამ სოციალური აქტის შედეგი.

იაგოს მრადამჭერებზე ნაკლებად გადანაწილდა ამ სოციალური აქტით განაწილებული GeD-ები.

მოკლედ კიდე ერთხლე შეხედეთ სიას.

1. პოლიტიკოსი (694 მხარდამჭერი)
2. პოლიტიკოსი (119 მხარდამჭერი)
3. პოლიტიკოსი (471 მხარდამჭერი)
4. პოლიტიკოსი (10 მხარდამჭერი)
5. პოლიტიკოსი (342 მხარდამჭერი)

დავუშვათ ზურა არ ანაწილებს GeD-ებს, ზურა მოვაშოროთ საქმეს.

გვინდა ხალხის დასტიმულირება და ყველას დავარიცხონთ კიდე 10 000 GeD

4 პოლიტიკოსი ხომ დიდი ალბათობით დაკარგავს გადაინაცვლებს მე-6 ზე..

თუ სწორად გავიგე, ეს თქვენ სწორი მიგაჩნიათ?
მაშინ როგორ იძახით რომ GeD-ები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე რაოდენობა

                                                                                                                                                                                -წერს იმედა.

 მის ამ განცხადებებზე "გირჩის" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის და პოლიტიკოსის, ალექსანდრე რაქვიაშვილის პოზიციით დავინტერესდით.

ზოგადად, ცუდი არაფერი არ არის იმიტომ, რომ ზურამ თავისი ძალაუფლება, თუ რესურსები - რაც ჰქონდა, გადაანაწილა მხარდამჭერებზე. მეორე მხრივ, გავაკეთებდი თუ არა მის ადგილას ამას, არვიცი. არ ვარ დარწმუნებული.

რაც შეეხება იმედას კომენტარს - არასწორად მიმაჩნია, დაწყებული იმით, რომ სოციალიზმთან ეს არაფერ კავშირში არ არის. სოციალიზმი სხვა რაღაცას ნიშნავს და თანაბარი განაწილება შეიძლება სოციალიზმის რაღაც ნაწილი იყოს, მაგრამ აშკარად სოციალიზმი არ არის თავისთავად. სხვა რა არ მოსწონს, ვერ მივხვდი სიმართლე რომ გითხრათ. თუ უბრალოდ თვითონ არ უნდოდა, შეუძლია დაუბრუნოს ჯედები, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ჩემთვისაც დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმ 6000 ჯედს, არაფერი არ შეიცვლება ამით, მაგრამ სხვა ნაწილში არ ვეთანხმები და მე ცოტა კონკრეტულად მაინტერესებს, რა არ მოსწონს და რა არის ამაში პრობლემა.

                                                                                                                                    -გვითხრა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

რადგან იმედამ თავის ერთ-ერთ პოსტში იაგოც ახსენა, მასაც დავუკავშირდით აზრის გასაგებად.

ზურა ჯედების მესაკუთრეა და როგორც საჭიროდ ჩათვლის, ისე შეუძლია გადაანაწილოს. მე მგონია, რომ წახალისების ამბავი იყო, ხალხი რომ პორტალზე დარეგისტრირებულიყო, რაღაც თვალსაზრისით, ეგ იყო ჯაფარას მიზანი, რაც გარკვეულწილად შესრულდა და ჯედების ნაწილის გადანაწილების შემდეგ 50 მხარდამჭერი მომემატა, ზურასაც დაახლოებით ეგრე. უბრალოდ, ეს რამდენად საკმარისია არვიცი და მის მოლოდინებს ამართლებს თუ არა. მისი მიზანი ლოგიკურია. 

პირადად მე არ გადავანაწილებდი ჩემს ჯედებს ეგრე, იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს არ ვაძლევ (ჯედებს), მე ვაბანდებ ჯედებში ფულს და იაფი გამომივა ძალიან დარიგება და ამიტომ იგივეს არ ვაკეთებ, თუმცა ამის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს. 

რაც შეეხება იმედას კომენტარს - მე ერთი კპოსტი წავიკითხე, სადაც ეწერა, რომ იაგო დააზიანა ჯაფარას ჯედების გადანაწილებამ და მე უბრალოდ ფიზიკურად პირიქით ვიყურებ, იმიტომ, რომ 150-ით მეტი მხარდამჭერი არ არის დაზიანება. პირიქით, მე მაწყობდა ასე რომ მოხდა. 

სოციალიზმი არანაირ კავშირში არ არის - მესაკუთრემ ჯედები გადაანაწილა, ეს ვერ იქნება სოციალისტური.

                                                                                                                                                         -განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახენებთ, რომ 30 ივლისს ზუსტად 16:20 (420) "გირჩი" პარტიულ სიას წარადგენს. ეს სიმბოლური თარიღია. 2018 წლის 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ "გირჩის" სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გააუქმა და ამით მარიხუანის მოხმარება საქართველოში ლეგალური გახდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იხილეთ ამ ლინკზე.

პორტალზე რეგისტრაციისათვის დააჭირეთ ამ ბმულს.

ჯედების ყიდვა-გაყიდვის გვერდი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. 

                                                                                                                                                       ავტორი: პოლინა აბზიანიძე

Comments