სიახლეები

გაეცანით სიახლეებს "გირჩის" პარტიიული სიის ფორმირებიდან

როგორც დაგპირდით, დღესაც და აწ უკვე ყოველდღე 30 ივლისის ჩათვლით გაგაცნობთ მონაცემებს, როგორ ფორმირდება ჩვენი პარტიული სია, რა ცვლილებებია მასში და რით არის ეს განპირობებული.

დღეის მონაცემებით მდგომარეობა ასეთია:

1. იაგო ხვიჩია - 8.2 მილიონი GeD (Georgian Dollar)

2. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 8 მილიონი GeD (GeorgianDollar)

3. ალექსანდრე რაქვიაშვილი - 8 მილიონი GeD (Georgian Dollar)

4. ამირან ტორონჯაძე - 7.5 მილიონი GeD (Georgian Dollar)

5. ვახტანგ მეგრელიშვილი - 5.9 მილიონი GeD (Georgian Dollar)

წინა დღის მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, ძალიან ბევრმა თქვენგანმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ პირველ ხუთეულში იაგო ხვიჩია არ იყო, როგორც ხედავთ მონაცემები შეიცვალა და ამჟამად ის სიაში პირველია, რაც განპირობებულია ისევ და ისევ თქვენი აქტიურობით. ასე რომ თუ თქვენი რჩეული პოლიტიკოსი პარტიულ სიაში თქვენთვის სასურველ პოზიციას არ იკავებს, იაქტურეთ, გამოიმუშავეთ ან შეიძინეთ ჯედები მეორად ბაზარზე და დაუჭირეთ მხარი მას, რადგან კაცმა არ იცის ხვალ რა იქნება.

სავარაუდოდ ამ ხუთეულის უდიდესი ნაწილის პოზიციას დამსახურებულად ჩათვლით, თუმცა სიაში ერთი არცთუ ისე ცნობილი სახეა, რომლის პოზიციამაც ასევე დიდი კამათი გამოიწვია. ეს ამირან ტორონჯაძეა, რომელიც რამოდენიმე დღის წინ სიის სათავეშიც კი იყო.

ერთ-ერთი ვინც ღიად დააფიქსირა თავისი პოზიცია ამირანის ხუთეულში ყოფნასთან დაკავშირებით, "გირჩის" ერთ-ერთი მხარდამჭერი ნათია გიგაური იყო.

თავისი პოზიციის არგუმენტაციისა და მისი პირადი იდეალური ხუთეულის გასაგებად, ნათიას დავუკავშირდით. 

მან განაცხადა, რომ ამირანთან დაკავშირებით რაც არ მოსწონდა ყველაფერი უკვე დაწერილი ჰქონდა "გირჩის" წევრების ჯგუფში ("გირჩის" წევრების ჯგუფში მოსახვედრად, "გირჩისთვის" ბოლო 1 თვეში უნდა გქონდეთ 1 ლარი მაინც შემოწირული). კითხვაზე რა უნდა გააკეთოს ამირანმა რომ ამომრჩევლის ნდობა მოიპოვოს, გიგაურმა უპასუხა: "გულრწფელი უნდა იყოს, მაგას ამომრჩეველი ვგრძობთ ეგრევე".

კითხვაზე, თუ არსებობს შეთანხმება, რომ "გირჩის" პარტიულ სიას მხარდამჭერები თავიანთი შეხედულებებისამებრ GeD-ების (Georgian Dollar) საშუალებით აკომპლექტებენ, რატომ არ აქვს უფლება ამირან ტორონჯაძეს იყოს ამ სიაში გიგაურმა უპასუხა: "უფლება აქვს რა თქმა უნდა, მაგრამ იმედი მაქვს არ იქნება".

რაც შეეხება მისთვის იდეალურ პარტიულ სიას ის შემდეგნაირად გამოიყურება: ზურაბ ჯაფარიძე, იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით ამირან ტორონჯაძეს, რომელსაც გიგაურის პოზიცია კიდევ ერთხელ გავაცანით.

ყველას შეიძლება ჰქონდეს თავისი აზრი და მე არავის აზრს უპატივცემულოდ არ ვექცევი, რაღაცეებს ვითვალისწინებ, რაღაცეებს არა. საკმაოდ ლოგიკურად მიმაჩნია ნათია რასაც იძახის და პატივს ვცემ მის აზრს.

ჩემი მხრივ, ახლა სიაში მიმდინარე მოვლენებს ვაკვირდები და დღეს ვახოსთან "თავისუფალ ბაზარში"გადმოვცემ ჩემს პოზიციას. თუმცა ვთვლი, რომ ჩემს პოზიციაზე მეტად მხარდამჭერების აზრს აქვს მნიშველობა. 

რაც შეეხება პარტიული სიის ფორმირებას, ამ სისტემას ვხედავ, როგორც თანამედროვეს, რომელიც მუდმივი განახლების საშუალებას გვაძლევს. 

                                                                                                                                               -გვითხრა ამირან ტორონჯაძემ.

ჩვენ ასევე ამირანს ვკითხეთ რა კრიტერიუმებით გადაანაწილა თავისი GeD-ები და რა მოლოდინი აქვს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ?

მიზანი იყო, რომ ზურა ყოფილიყო პირველ ადგილზე, როდესაც ის იყო არამისაღებ პოზიციაზე მე მას ჩემი GeD-ები მივეცი. როკო შრომისმოყვარე და კარგი ადამიანია და ვხედავ, რომ "შმაქსის" იდეებს ბოლომდე მიყვება, მის მოტივაციას ვხედავ საქმის მიმართ.  ლომინაძე მგონია, რომ არასწორედ დაჩაგრული ადამიანია "გირჩის" ბაბლში და ყოველთვის დავუდგები გვერდში ასეთ ადამიანებს. მგონია, რომ ჯერ უნდა მოუსმინო ადამიანს და დასკვნები შემდეგ გამოიტანო.

რაც შეეხება არჩევნებს - რთულია ვთქვა რა მოლოდინი მაქვს, თუმცა მგონია, რომ  ერთ ადამიანზე მეტს შევიყვანთ პარლამენტში და ეს გარკვეულ მოტივაციას მაძლევს. მიმაჩნია, რომ "გირჩის" მთავარი მიზანია ადამიანებს გააგებინონ რა გვსურს და შემდეგ ხალხმა გადაწყვიტოს არჩევნებზე ვის დაუჭერენ მხარს.

                                                                                                                                                   -განაცხადა "გირჩის" წევრმა.

შეგახენებთ, რომ 30 ივლისს ზუსტად 16:20 (420) "გირჩი" პარტიულ სიას წარადგენს. ეს სიმბოლური თარიღია. 2018 წლის 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ "გირჩის" სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გააუქმა და ამით მარიხუანის მოხმარება საქართველოში ლეგალური გახდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იხილეთ ამ ლინკზე.

პორტალზე რეგისტრაციისათვის დააჭირეთ ამ ბმულს.

ჯედების ყიდვა-გაყიდვის გვერდი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. 

                                                                                                                                                                   ავტორი: პოლინა აბზიანიძე

Comments