სიახლეები

გვიყურეთ "ახალგაზრდულ პოლიტიკურ დებატებში" "ტვ პირველზე"

"ტვ პირველის"  "ახალგაზრდული პოლიტიკურ დებატების" დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობას "გირჩის" წევრები ირაკლი კუკანია, ბადრი გრიგალაშვილი და ლევან გელაშვილი მიიღებენ. პოლიტიკური დებატების კვირის თემა ეკონომიკური განვითარებაა. 

"გირჩის" წევრების კონკურენტები ამ დებატებში "ლელოს" და "ახალი საქართველოს" წევრები იქნებიან.

 სამწუხაროდ, სხვა პარტიებისგან განსხვავებით ხშირად არ გვაქვს შანსი, რომ ჩვენს ხედვებზე ფართო აუდიტორიას ვესაუბროთ. "ტვ პირველის" აღნიშნული გადაცემა ძალიან კარგი შესაძლებლობაა ჩვენი მიზნების შესახებ უფრო მეტ ადამიანს გავაგებინოთ.

                                                                                                                                             -ამბობს ირაკლი კუკანია.

Მიუხედავად იმისა, რამხელა ყურადღებას მიიქცევს დღეს, "ტვ პირველზე" დაგეგმილი დებატი, ჩვენი გუნდი ამ აქტივობას უყურებს, როგორც შანსს, რომ მინიმუმ ერთი ადამიანი მაინც დავაფიქროთ სიღარიბის მთავარ პრობლემებზე და მისგან თავის დაღწევის რეალურ გზებზე.

                                                                                                                                   -მიიჩნევს ბადრი გრიგალაშვილი.

დღეს ჩვენ ვისაუბრებთ "სახელმწიფო" საკუთრებაში არსებული ქონების ადამიანებისთვის გადაცემის საჭიროებაზე, რაც თითოეულ ოჯახს გაცილებით შეძლებულს გახდის.

                                                                                                                                      -განაცხადა ლევან გელაშვილმა.  

გვიყურეთ და გვიგულშემატკივრეთ დღეს "ტვ პირველზე" ზუსტად 18:00 საათზე, რადგან გამარჯვებულს სწორედ თქვენ გამოავლენთ, წინ საინტერესო საღამო გელით ! 

                                                                                                                                           ავტორი: პოლინა აბზიანიძე

Comments