სიახლეები

იაგო ხვიჩია: "ხელისუფლება, რომლის მმართველობის დროს სუნთქვის უფლებაც კი არ არსებობს ბრძოლის გარეშე, უნდა მოვიშოროთ"

"პოლიტიკური აგორას" ეთერში "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერი, იაგო ხვიჩია, იმ ახალ კანონპროექტს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება გარკვეული შეზღუდვების დაწესება.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა გვეუბნება, რომ კომენდანტის საათი და საგანგებო მდგომარეობა აღარ გვჭირდება, მაგრამ რაღაც ტიპის შეზღუდვებს სამუდამოდ გვიტოვებს, რომელსაც თავისი სურვილით ნებისმიერ დროს აამოქმედებს. 

მე არვიცი ქართველი ხალხი ამ წუთას, რომელი შეზღუდვის აუცილებლობას გრძნობს.

-ამბობს ხვიჩია.

მისივე თქმით, პოლიტიკურ პროცესებზე ეს შეზღუდვები გავლენას მოახდენს, რადგან საზოგადოებას საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლება შეეზღუდება. "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ  ამ პერიოდში გულხელდაკრეფილები არ უნდა ვისხდეთ და რაც არ მოგვწონს, გავაპროტესტოთ.

მე არ მქონდა იმედი, რომ იპოდრომზე ბევრი ადამიანი გამოვიდოდა, თუმცა, საკუთარი აზრი გამოვხატე და მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება, რომლის მმართველობის დროს  სუნთქვის უფლებაც კი, ბრძოლის გარეშე არ არსებობს, უნდა მოვიშოროთ.

                                                                           -ამბობს პოლიტიკოსი.

ხვიჩიას თქმით, ქვეყანაში ძალიან მალე ტოტალური  შიმშილი დაიწყება და ეს მთავრობის გადაწყვეტილების გამო მოხდება. მისი აზრით, როდესაც ადამიანები ამას  იგრძნობენ, მნიშვნელოვანია,  სამომავლოდ თავი ავარიდოთ ისეთი მთავრობის მმართველობას,  რომელიც მიდრეკილია ადამიანებისთვის უფლებების წართმევისკენ. 

                                                                                                                                  ავტორი: პოლინა აბზიანიძე

Comments