სიახლეები

ელენე ხოშტარია: "ქართულ ოცნებას" ოპიზიციის გადაგდება, ძვირი დაუჯდება

"პოლიტიკური აგორის" ეთერში, "ევროპული საქართველოს" წევრმს ელენე ხოშტარიამ, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ობიექტური რეალობაა, რომ  მთელ მსოფლიოში ამ ეტაპზე კრიზისული მდგომარეობაა და ამ ეტაპზე რთული სათქმელია, კონრეტული მთავრობებისთვის ეს კრიზისი რას გამოიწვევს.მთელს რიგ ქვეყნებში შიშის ფონზე  საზოგადოებამ, ხელისუფლებას უფლება მისცა, სრული კონტროლი ჰქონოდა.მისივე თქმით, როდესაც ნებისმიერ ხელისუფლებას მსგავს ძალაუფლებას აძლევ, ყოველთვის საფრთხე არსებობს, რომ  ეს ძალაუფლება შეიძლება ბოროტად გამოყენებული იქნეს.

"ევროპული საქართველოს" წევრი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მსგავსი ტიპის გადაცდენები ჰქონდა. "ეკლესიის მაგალითზე ყველამ კარგად დავინახეთ, რომ კანონი, უბრალოდ ფიქციაახოშ." რაც შეეხება "გირჩის" მიერ ჩატარებულ აქცია-სერინობას, ხოშტრია თვლის, რომ  იპოდრომზე თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლების შეზღუდვის ნათელი მაგალითი იყო.

პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში ნელ-ნელა ბრუნდება.თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ ვირუსის საფრთხით მანიპულირებას შეეცადოს..

                                                                                                                                          -მიიჩნევს პოლიტიკოსი.

რაც შეეხება ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის დადებულ შეთანხმებას, პროპორციულ არჩევნებზე და [პოლიტპატიმრების განთავისუფლებაზე.ხოშტარია აცხადებს, რომ თუ შეთანხმების ერთი ნაწილი შესრულდება, მეორე კი არა შეთანხმება ჩაშლილად ჩაითვლება. რადგანაც, ორივე პუნქტის შესრულება, ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელია, რათა ქვეყანა პოლიტიკურ ხევში არ  გადაიჩეხოს.

ხოშტარია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც თალაკვაძე ამბობს, რომ "ოპოზიცია პოლიტპატიმრების საკითხით სპეკულირებს, როდესაც ეს შეთანხმებაში არც კი ყოფილა." მისი თქმით, თალაკვაძის განცხადება არაეთიკური და ამორალურია, თუმცა მას მსგავსი ქმდებები "ქართული ოცნებისგან" არ უკვირს. "ისინი შექმნილი მდგომარეობით სარგებლობენ და ფიქრობენ, რომ ეს გაუვათ."

მისივე თქმით, მოლაპარაკებების დროს საზოგადოება სრულად პროპორციულობისთვის იბრძოდა, ოპოზიცია ჯანსაღი მომავლისთვის კომპრომისზე წავიდა. თუ ხელისუფლება შეთანხმების ყველა პირობას არ შეასრულებს, ისინი რუსეთის მთავრობის მსგავსად მოიქცევიან, შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემდეგ, მასზე უარს ამბობენ.

თუმცა ამჯერად "ქართულ ოცნებას" ოპოზიციის გადაგდება უფრო დიდი ფასი დაუჯდება, რადგანაც ამ შეთანხმებაში მონაწილეობას საერთაშორისო თანამეგობრობაც იღებდა.

                                                                                                    -განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა.

პოლიტიკოსი მიიჩნევს, იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ვირუსმა მეორე პლანზე გადაწია.ამ პერიოდშიც კი ელჩებს ირაკლი ოქრუაშვილის განაჩენზე, ძალიან მძაფრი რეაქცია ჰქონდათ.ასევე აღსანიშნავია ევროპარლამენტის გავლენიანი წევრის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაც: „ეს ნამდვილად არ არის ევროპული ტრადიცია, რომ ხალხი საპატიმროში გვყავდეს, გასამართლებული ხელისუფლების მიერ, თავიანთი პოლიტიკური აქტივობების გამო."

 ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ,  კონსოლიდაცია უნდა მოახდინოს. არ აქვს მნიშვნელობა რა გქვია მნიშვნელოვანია რას აკეთებ.

                                                                                                                                -განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ის ასევე მიხეილ სააკაშვილის უკრაინის მთავარ რეფორმატორად დანიშვნასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რათქმაუნდა იმის უგულებელყოფა, რომ შენი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სხვა ქვეყანაში მნიშვნელოვან თანამდებობაზე ინიშნება, არ შეიძლება.თუმცა ის თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინის შიდა საქმეში უხეშად ჩაერია. რის გამოც საქართველო-უკრაინის ურთიერთობა საშიშ ზღვარზე მივიდა. მან ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილიც უნდა მიხვდეს, რომ დღეს ის უკვე უკრაინის თანამდებობის პირია და  საქართველოში მიმდინარე პროცესებში აღარ ჩაერიოს.

                                                                                                                                    ავტორი: პოლინა აბზიანიძე

Comments