სიახლეები

სანდრო ურუშაძე: საზოგადოებამ  არადემოკრატიული ქვეყნების საფრთხე უნდა გაიაზროს

"თავისუფალი ბაზრის" ეთერში, პოლიტიკოსმა სანდრო ურუშაძემ კორონავირუსზე ისაუბრა.ის პანდემიის გამო, მოსკოვში ჩარჩა.მას ეჭვი აქვს, რომ კორონავირუსი მთელმა მისმა ოჯახმა გადაიტანა.პირადად მას ვირუსის ყველა სიმპტომი: ფილტვების ანთება, ორმხრივი პნევმონია და ყნოსვის დაკარგვა აღენიშნებოდა.გადატვირთული ჯანდაცვის სისტემის გამო, ექიმის მეთვალყურეობით სახლში იმკურნალა.ამბობს, რომ ვირუსი საშიშია, თუმცა პანიკა საჭირო არ არის."აუცილებელია დავიცვათ ჰიგიენის ნორმები და რისკ ჯგუფები, მაგრამ არ უნდა გვეშინოდეს"-ამბობს პოლიტიკოსი.

ურუშაძე მიიჩნევს, რომ ეს პანდემია მსოფლიოსთვის კარგი გაკვეთილი უნდა იყოს.საზოგადოებამ  არადემოკრატიული ქვეყნების საფრთხე უნდა გაიაზროს.ჩინეთის კომუნისტურმა რეჟიმმა ვირუსის დამალვით, სამყაროს სერიოზული დარტყმა მიაყენა."ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია" კი თავიდან , მათ მიმართ ძალიან ლოიალური იყო.მისივე თქმით: "მათ ვერ მოახერხეს კრიზისის სათანადო მართვა, ვერ მოახერხეს".

საბოლოოდ აღმოჩნდა რომ მათ მიერ გამოანგარიშებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი არარეალურია.მართალია ეს ციფრი სეზონურ გრიპთან შედარებით, მაღალია მაგრამ ზუსტი პროცენტული მაჩვენებელი არ არსებობს.

                                                                                                                                       -აცხადებს პოლიტიკოსი.

მისივე თქმით, ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ ეს ვირუსი არ გაქრება.მას სეზონური ხასიათი ექნება, თუ მუდმივად ცირკულაციაში იქნება, ეს არავინ იცის.რისი თქმაც დანამდვილებით შეიძლება ისაა, რომ ამ ეტაპზე არც ვაქცინა და არც წამალი არ არსებობს.

ურუშაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ბოლო პერიოდის განმავლობაში დემოკრატიის ფუფუნება არ გვაქვს.ვირუსის ფონზე კი ეს ყველაფერი უფრო მეტად შესამჩნევი გახდა.ხელისუფლება, მოსახლეობაზე ზრუნვის მოტივით თავისი ძალაუფლებით ტკბება.მთავრობა თავისი გადაწყვეტილებების მიზნობრიობას საზოგადოებას არ უხსნის.კომენდანტის საათი და მარნეულის მოსახლეობისთვის სიცხის გაზომვა, ვირუსთან არანაირ კავშირში არ არის. 

პოლიტიკოსის აზრით, ჩვენი ქვეყანა დღეს ფეისბუქში ცხოვრობს და ყველამ ჩათვალა, რომ საქართველო ეპიდემიოლოგებმა, მთავრობასთან ერთად უნდა მართონ.

რაღაც საფრთხის წინაშე დავდეგით და ჩავთვალეთ, რომ ბევრად მარტივია "კეთილი" მთავრობისთვის პასუხისმგებლობის გადაბარება, რომელიც  საზოგადოებას როგორც ბავშვს, რომელსაც დაცვა სჭირდება ისე უყურებს.ადამიანები კი ამ ყველაფერს მხარს უჭერენ.

                                                                                    -განაცხადა "გირჩი ტივის" ეთერში, სანდრო ურუშაძემ.

                                                                                                                              ავტორი: პოლინა აბზიანიძე

Comments