სიახლეები

ხვიჩია: ამ პერიოდში სახელმწიფომ ფაქტიურად, ღარიბი მოსახლეობის მკვლელობის  პირდაპირი ბრძანება გასცა

''ტვ კავკასიის'' ეთერში, ''გირჩის'' ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა

მისი თქმით, საქართველო შეზღუდვების დაწესებით, განვითარებულ ქვეყნებს ედრება. ევროპა ჩვენზე 10 -ჯერ, ამერიკა კი 15-ჯერ უფრო მდიდარია. საქართველო ძალიან ღარიბი ქვეყანაა და მას ამ ყველაფერთან გამკლავება, ძალიან გაუჭირდება. 

''გირჩის'' წევრმა, ყურადღება იტალიის მაგალითზე  გაამახვილა. ხვიჩიამ აღნიშნა, რომ იტალიის უმძიმესი მაჩვენებლის უმეტესი ნაწილი, სწორედ კარანტინში დაინფიცირებული ხალხია, რომლებმაც ვირუსი ერთმანეთს გადასდეს. COVID-19-ის ქვეყანაში აფეთქების ერთ-ერთი მთავარი წყარო, მოხუცებულთა თავშესაფარი იყო. იტალიის მცხოვრებთა უდიდესი ნაწილი ასაკოვანი ადამიანები არიან. 

იტალიის მაგალითზე ყველას კარგად უნდა დაენახა, რომ  უკარანტინობაზე ბევრად უარესია, ხარვეზებით ჩატარებული კარანტინი

                                                                                                                                                 -განაცხადა ხვიჩიამ.

მისი თქმით, შვედეთი ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ხელისუფლებას განსაკუთრებული შეზღუდვები არ დაუწესებია.''ამ ქვეყანას ეკონომიკა არ გაუჩერებია, შესაბამისად მათ ეკონომიკური კრიზისი, პრაქტიკულად არ შეეხებათ''-აღნიშნა პოლიტიკოსმა. 

ხვიჩიას თქმით, ვირუსთან ერთად ცხოვრება რომ უნდა ვისწავლოთ, ეს უკვე ხელისუფლებამაც აღიარა. ისევე როგორც ის ფაქტი, რომ  საქართველოს ჯანდაცვის სისტემაც, იტალიის მსგავსად ვირუსის გავრცელების პიკისთვის, საერთოდაც არ არის მზად.

10 მაისის შემდეგ, როდესაც ვირუსი უფრო ფართო მასშტაბიან გავრცელებას პოვებს, ეკონომიკური კოლაფსის ფონზე სიტუაცია კიდე უფრო დამძიმდება.ხელისუფლება კი ამ ფონზე, მხოლოდ პოპულიზმითაა დაკავებული

                                                                                                                   -ამბობს ''გირჩის'' ერთ-ერთი ლიდერი.

დავით აქუბარდიასთან სტუმრობისას ხვიჩიამ განაცხადა, რომ სახელმწიფო ვირუსით დაინფიცირებული მოსახლეობის დახმარების ნაცვლად, ბრძოლას უცხადებს. მთავრობამ მოსახლეობა ეკონომიკურად გააღატაკა, გადაადგილება და ერთმანეთთან კომუნიკაცია აუკრძალა,ვირუსის პიკი როდესაც მოვა ქვეყნის ორგანიზმი იმ მომენტისთვის ყველაზე დასუსტებული იქნება.

პოსტვირუსული პერიოდისთვის საქართველო ყველაზე მოწყვლადი ქვეყანა იქნება, თუ სასწრაფოდ შეზღუდვები სასწრაფოდ არ მოიხსნება და კონკრეტული სამოქმედო გეგმა არ იქნება გაწერილი

                                                                                                                                             -თვლის პოლიტიკოსი.

მისივე თქმით, ჩვენ ყველამ ერთად ბიძინა ივანიშვილს უფლება მივეცით, მოგვქცეოდა ისე როგორც, ინდოეთის ხელისუფლება, საკუთარ მოსახლეობას ექცევა. ხვიჩიას აზრით, ის ჯარიმები რაც დღეს დაწესებულია, არის სრული სიგიჟე, მოსახლეობისთვის რომელიც ისედაც უკიდურესი გაჭირვების ზღვარზე დგას.ამ ფონზე კი, საგანგებო მდგომარეობის პირობების დარღვევის გამო, ბიუჯეტში მილიონობით ლარი შედის.

დღევანდელი სისტემა პიროვნებაზე კი არა, მხოლოდ ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებზეა მორგებული.ამ პერიოდში სახელმწიფომ ფაქტიურად, ღარიბი მოსახლეობის მკვლელობის  პირდაპირი ბრძანება გასცა

                                                                                                -განაცხადა იაგო ხვიჩიამ, ''ტვ კავკასიის'' ეთერში.

                                                                                                                                ავტორი: პოლინა აბზაინიძე 

Comments