სიახლეები

ვინ გვაჭმევს პანდემიის დროს?

დღეს ვესაუბრე ჩემს ექიმ მეგობარს ფილიპინებში, მსურდა გამეგო მის მიერ მიღებული ზომების შესახებ COVID-19  ინფექციასთან საბრძოლველად.  "რას ფიქრობ მთელ ამ სიგიჟეზე?"  - ვკითხე მას. 
 ”მედიკოსი მხარე ჩემში ფიქრობს, რომ ნიშვნელოვანია თავად ეპიდემიის მრუდის გაბრტყელება, მაგრამ ვგრძნობ, რომ არა მედიკოსი პირები იღებენ გადაწყვეტილებებს, რომელიც აზრს მოკლებულია.”  ფილიპინებში როდრიგო დუტერტემ მიიღო დრაკონული საკარანტინო ზომები, ჯერ მანილაში და ახლა მთელ კუნძულ ლუზონზე, სადაც დაახლოებით 57 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.  სრული ქაოსია.
მთელს მსოფლიოში, პოლიტიკოსები, რომელთაც სურთ პროაქტიურები და პასუხისმგებლობით სავსეები გამოჩნდნენ, სწორედ დუტერტეს ქმედებების მსგავს გადაწყვეტილებებს იღებენ.

 უფრო უსაფრთხო იქნება თუ ვიტყვით, რომ ”არა-მედიკოსი ხალხი" მთავრობას მოუწოდებს, მიიღონ ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც დიდი ალბათობით საერთოდაც არ იქნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების საუკეთესო ინტერესი. თუმცა მე არც ექიმი ვარ და არც მეცნიერი, რომელიც სპეციალიზირებულია ინფექციურ დაავადებებში, შესაბამისად არ მაქვს გამოცდილება, რომ განვიხილო საუკეთესო პრევენციული  ზომები, როგორ შემცირდეს პანდემიის გავრცელება.

მე ვფიქრობ, რომ თვითიზოლაციას აზრი აქვს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, თუკი შეგიძლიათ ამის გაკეთება. არ გაწიოთ ზედმეტი რისკი და გამოიჩინეთ სიფრთხილე, რათა სხვები არ დააყენოთ ვირუსის საფრთხის წინაშე.  წაიკითხეთ საუკეთესო სამედიცინო რჩევები და გააკეთეთ ყველაფერი, რაც თქვენ შეგიძლიათ.  ეს არის ის, რასაც პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ხალხი აკეთებს.

შეიძლება ექიმი არ ვარ, მაგრამ ეკონომიკის რაღაც გამეგება.  მე ვიცი, რომ გლობალური კავშირი არსებობს ეკონომიკურ კეთილდღეობასა და ჯანმრთელობას შორის.  მე ასევე ვიცი, რომ არაეკონომისტები, რომელთაც აქვთ მრავალი დისკრეციული უფლებამოსილება, იღებენ დიდი მასშტაბის ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს, რომელიც გამოიწვევს მიწოდების უზარმაზარ დარღვევას. ეს ზემოდან ქვემოთ მითითებული დირექტივები, უნებლიეთ, ზიანს მიაყენებს ჩვენს ჯანმრთელობასაც, ძირს უთხრის COVID-19–სთან გამკლავების უნარს და უამრავი სხვა ისეთი გამოწვევის წინაშე დაგვაყენებს, რომელიც არც წარმოგვიდგენია.

განვიხილოთ, მაგალითად, ახალი და საჭირო სამედიცინო ინოვაციების შექმნა, როგორიცაა ტესტები და სამკურნალო პრეპარატები, რომელიც მთავრობის მეშვეობით შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი,შეიძლება - არა.  რა შეიძლება ითქვას პაციენტებისთვის საავადმყოფო საწოლების მიწოდებაზე, ასევე ჯანდაცვის პროფესიონალებსა და მომზადებულ პერსონალზე მათ სამკურნალოდ?  საბოლოო ჯამში, ეს არის კითხვები ხელმისაწვდომ რესურსებზე, ხარჯებზე, კონკურენტუნარიან ფასებზე, მოთხოვნაზე დაყრდნობით, მიწოდების ქსელებზე, მარეგულირებელ ბარიერებსა და ექიმების, ექთნების და ტექნიკოსების შრომის ბაზარზე.

პრობლემაა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მოვიპოვოთ ის საჭირო სამედიცინო პროდუქტი და მომსახურებება, რომელიც არსებობისთვის გვჭირდება, მაგრამ პოლიტიკოსებს შეუძლიათ დავალება მისცენ მათ, "გააკეთონ რაიმე"("do something") გადამწყვეტი.

და გვაბრუნებენ უკან, კომენდანტის საათით, საკარანტინო და მთავრობის მიერ მიღებული სოციალური იზოლაციის სხვა ფორმებით. იმ ადამიანებსაც კი, რომლებსაც აქვთ იმის შესაძლებლობა და სახსრები, თვითიზოლაციის პირობებში სახლიდან იმუშავონ, მათაც ჭირდებათ საკვები თუ სხვა მომსახურება საკუთარი ოჯახებისთვის. ხოლო თუკი სიფრთხილის ზომების მიუხედავად მაინც უიღბლოები აღმოჩნდნენ, ჭირდებათ ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოგვწონს ეს თუ არა, ჩვენ ყველაფერში ურთიერთდამოკიდებულნი ვართ იმ ხალხზე,  რომელთაც ჯერ კიდევ აქვთ ნება დართული შეასრულონ თავიანთი საქმეები. ეს არის გლობალური მიწოდების ქსელი; ფერმერების, ვაჭრების, მატარებლების, სატვირთო მანქანების მძღოლების, გადაზიდვების, სადისტრიბუციო ცენტრების, სასურსათო მაღაზიების, ადგილზე მიტანის სერვისების და ათასობით სხვა ფუნქციის განაწილებული ქსელი, რომლის შესახებ არც კი ვიცი, ასევე სხვა იმ განსაკუთრებული უნარების მქონე მილიონობით ადამიანი, რომელი უნარებიც  თქვენ არ გაქვთ. 

ასე რომ, როდესაც ვხედავ, პოლიტიკოსების მანდატურობას, ან რიგითი მოქალაქეების მოთხოვნას, როგორც მორალურ აუცილებლობას,  რომ ადამიანების  ურთიერთქმედება დაუყოვნებლივ შეწყდეს, სანამ ინფექციის რისკი არ დასრულდება, ფაქტია, რომ ისინი ალბათ არ განიხილავენ ამგვარი პოლიტიკის შედეგებს. ისინი, ალბათ, არ ფიქრობენ, წარმოდგენაც არ აქვთ შრომის წარმოუდგენლად რთული დაყოფისა და განაწილებული პასუხისმგებლობების შესახებ, თუ როგორ მუშაობს თანამედროვე ეკონომიკა.

მილიონობით ადამიანი, თუნდაც მილიარდობით ადამიანი, ყველა ერთად მუშაობს მუდმივად, რათა უზრუნველყოს, თითოეულმა ჩვენგანმა მიიღოს ის, რაც ჩვენ გვინდა და გვჭირდება სიცოცხლისათვის. ჩვენ ყველას საკუთარი წვლილი შეგვაქვს ამ მშვენიერ პროცესში, თითოეულმა ჩვენგანმა გადაწყვიტა, ვინ რას აკეთებს უკეთესად.

COVID-19–ის წინააღმდეგ ბრძოლის ყველა შემოთავაზებულ მეთოდზე წაკითხულმა ყველა ინფორმაციამ, გამახსენა ჩემი ფავორიტი პასაჟი, ფრანგი ეკონომისტის, ფრედერიკ ბასტიას წიგნიდან "ეკონომიკური სოფიზმები". ბასტია 1800-იანი წლების შუა ხანებში წერს, ის სვამს კითხვას: ვინ ინახავს პარიზს? და რატომ არის, რომ ასე ცოტა პარიზელს ადარდებს თუ ვინ კვებავს მათ კრიზისულ პერიოდში?”.

ერთ-ერთი, მრავალ მიზეზთა შორის, თუ რატომ არ მოვწონვართ ხალხს ეკონომისტები, ის არის, რომ ჩვენ ყოველთვის ვაგრძელებთ თავისუფალი გაცვლის მნიშვნელობაზე საუბარს, შრომის დანაწევრების ღრმა სარგებელზე, ეკონომიკურ ტრეიდოფებსა და იმ ქმედებებზე, რომელიც შესაძლოა საუკეთესო განზრახვით არის მოტივირებული, მაგრამ იწვევს გაუთვალისწინებელ მასშტაბურ პრობლემებს.

ყველაფერს აქვს ღირებულება და სარგებელი და ზოგჯერ ჩვენ იძულებულნი ვართ არჩევანი გავაკეთოთ. ”თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ეს, მაგრამ აცნობიერებთ, რომ სხვა რამ შეიძლება დადგეს შედეგად?”

სოციალური მედიის მიერ მართულ საზოგადოებაში, რომელიც, როგორც ჩანს, შიმშილობისთვის მზადაა რთული პრობლემების სწრაფი გადაჭრისთვის, ეკონომიკური რეალობა შეიძლება რეალურად დამღუპველი აღმოჩნდეს.

რატომ არ შეუძლია ყველას Twitter- ზე არსებულ ტრენდულ ჰეშტეგს #დარჩი სახლში (#StayTheF**kHome) აჰყვეს? საზოგადოებაში, რომელიც თითოეული ჩვენგანის გადანაწილებულ გამოცდილებაზეა დამოკიდებული, მე მსურს ვიყო ის, ვინც გთავაზობთ ნებაყოფლობით ეკონომიკურ რჩევებს:

არსებულ შემოთავაზებულ საზოგადოებრივ პოლიტიკას მოჰყვება უხილავი, გაუთვალისწინებელი შედეგები ( unintended consequences ), პოლიტიკა, რომელიც მოგვცემს ნაკლებ უსაფრთხოებას და ნაკლებ შესაძლებლობას ვიზრუნოთ საკუთარ თავსა და მათზე ვისაც დახმარება ჭირდება.

იყავით უსაფრთხოდ. და შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. ამის გაკეთება ერთად შეგვიძლია, იმ პირობით, თუ ჩვენ ვიქნებით თავისუფალი, არა მხოლოდ ექიმები და ეკონომისტები, არამედ ყოველი ჩვენგანი, ვაკეთოთ რაც შეგვიძლია და თითოეულმა თავისი საქმე შეასრულოს.

ავტორი: Matt Kibbe

წყარო: FreeThePeople.com

თარგმანი: ანა ჩიქოვანი

Comments