სიახლეები

91 Views
პოლიტიკა

გირჩი მთაწმინდის შუალედურ არჩევნებზე ეგზიტპოლს ჩაატარებს

გირჩის 19 მაისს დაგეგმილ მთაწმინდის შუალედურ არჩევნებზე, სადაც მაჟორიტარობის მოსაპოვებლად გირჩის წევრი, ჰერმან საბო იბრძვის, საკუთარი ეგზიტპოლის ჩატარებას გეგმავს

ამისთვის გირჩმა გამოაცხადა მოხალისეების მიღება, რომლებიც, თითოეულ საარჩევნო უბანზე 2-2-ნი გამოკითხავენ ხმის მისაცემად მოსულ ამომრჩეველს, ამ ინფორმაციას შეიტანენ სპეციალურად ამ დღისთვის დაწერილ პროგრამაში და საშუალებას მოგვცემენ, ონლაინ რეჟიმში ვადევნოთ თვალი არჩევნების მიმდინარეობას და ამომრჩევლის აქტიურობას. 

მოხალისეებს, რომლებიც ჩაერთვებიან ეგზიტპოლის განხორციელებაში, გირჩის პორტალის GeD-ების ნაწილის ამუშავების შემდეგ თავიანთ პირად ანგარიშებზე დაერიცხებათ 100 დოლარის ეკვივალენტი GeD-ები

მოხალისედ რეგისტრაციის ლინკი შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://forms.gle/HuuxUY4ckUagDCFG6

Comments