სიახლეები

281 Views
პოლიტიკა

"ოცნება" ისეთ რეჟიმზეა, შეცდომას შეცდომაზე დაუშვებს - ზურაბ ჯაფარიძე

"მგონია, რომ ეს არ არის ბოლო სკანდალი "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის. სკანდალები კიდევ იქნება, ისინი ახლა ისეთ რეჟიმზე არიან გადასული, რომ შეცდომას შეცდომაზე დაუშვებენ, სწორედ იმის გამო, რომ ერთადერთი, რაც დარჩათ, ეს არის ტყუილი, ფულის ხარჯვა და ძალადობრივი ინსტრუმენტები. ასევე მგონია, რომ გაგრძელდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან სურათის ობიექტური შეფასებები, რაც ბოლო პერიოდში ძალიან მკვეთრად დავინახეთ, მანამდე უფრო მოზომილად აკეთებდნენ შეფასებებს."

"ქართული ოცნების" "ტროლების ქარხნის" სკანდალზე, მის ახლანდელ მდგომარეობასა და ხელისუფლების მოსალოდნელი ცვლილების შესახებ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში ისაუბრა. ჯაფარიძის თქმით, "ოცნების" ხელისუფლება დამთავრებულია, მნიშვნელოვანია ის, რამდენად ჭკვიანურად იმოქმედებს ოპოზიცია და რის პერსპექტივას დაანახებს ადამიანებს მომავლისთვის.

"საბოლოო ჯამში, ეს ხელისუფლება დამთავრებულია, მართლა გულწრფელად მჯერა ამის, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია ჭკვიანურად მოიქცევა. ამაში არ ვგულისხმობ მხოლოდ და მხოლოდ გარკვეულ კოორდინირებულ მოქმედებას, რასაც ეხლა ვხედავთ იმ საერთო ფორმატში, არამედ გასაგებად ახსნას ადამიანებისთვის, რა იქნება მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვლება. ეს ყველაზე მეტად აინტერესებს დღეს მოსახლეობას. გასაგებია, ეს ხელისუფლება ბანძია, გადამგდებია, მატყუარაა, არაფრის გამკეთებელია და ა.შ. მაგრამ ხელისუფლება რომ შეიცვლება რა იქნება მეორე დღეს, ეს არის მთავარი კითხვა.ამაზეე უნდა იმუშაოს ოპოზიციამ. ამჟამად მხოლოდ "გირჩი" ელაპარაკება კონკრეტულ გეგმაზე სხვადასხვა პარტიებს - ეს ძალადობრივი სისტემა არის დასაშლელი და მეორე, როგორ მივდივართ წინ, რაც ჩვენი აზრით არის საკუთრების დაბრუნების თემა."

- ამბობს ზურაბ ჯაფარიძე "ფორმულას" ეთერში. 

ავტორი: ანა ჩიქოვანი

Comments