სიახლეები

უვადოდ დასანიშნი 14 მოსამართლის სია დაამტკიცეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უვადოდ დასამტკიცებელი 14 მოსამართლის სიას რეკომენდაცია გაუწია. სიას კომიტეტის 8 წევრის მხარდაჭერა ჰქონდა. ახლა უკვე პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაა დარჩენილი.

ეს მოსამართლეები არიან: მერაბ გაბინაშვილს, მირანდა ერემაძეს, მამუკა ვასაძეს, მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე, შალვა თადუმაძე, ვლადიმერ კაკაბაძეს, ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძეს, ნუგზარ სხირტლაძეს, ლალი ფაფიაშვილს, ნინო ქადაგიძეს, ქეთევან ცინცაძეს და ალექსანდრე წულაძეს. 

რეკომენდაცია არ გაუწიეს : თამარ ალანიას, შოთა გეწაძეს, ზაზა თავაძე, პაატა სილაგაძეს, ლაშა ქოჩიაშვილს და გოჩა ჯეირანაშვილს.

Comments