სიახლეები

კობახიძე დემონსტრანტებზე: ისიც უნდა იცოდნენ, გოგოს რა უნდა დააჭერინონ ხელში

ქართული ოცნების დეპუტატს, ირაკლი კობახიძეს, რეგიონალურ საპარლამენტო კონფერენციაზე მისვლისას აქტივისტები ხმაურითა და შეძახილებით დახვდნენ.

რამდენიმე ბავშვი იყო შეკრებილი. ვერაფერს ვეტყვით მათ, საყვედურიც არ შემიძლია. საყვედური უნდა ვუთხრათ ნაცმოძრაობას, რომელიც ბავშვებს იფარებს. ისინი არიან კაცები და ქალები და მოვიდნენ და რაც უნდათ თქვან. იმიტომ ვერ მოდიან, რომ იციან რა პასუხსაც მიიღებენ ჩემგან, მძიმე და საკადრის პასუხს. ისიც უნდა იცოდნენ, გოგოს რა უნდა დააჭერინონ და ბიჭს რა უნდა დააჭერინონ ხელში, ტრანსფარანტები მაქვს მხედველობაში

- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

Comments