სიახლეები

195 Views
ეკონომიკა

ყველა სახელმწიფო აქტივი, რომელიც არაა ჩართული ეკონომიკურ ბრუნვაში, უნდა გავაცოცხლოთ - გახარია

დღევანდელი დღიდან ხელმისაწვდომი იქნება არანაკლებ 100 საინვესტიციო პროექტი, რომელსაც შემოგვთავაზებს სახელმწიფო იმისთვის, რომ ბიზნესმა უფრო ეფექტურად შეძლოს ოპერირება.

განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესისთვის 100 საპრივატიზებო საინვესტიციო შეთავაზების შესახებ გამართულ პრეზენტაციაზე.

გახარიას თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილების რაოდენობა, განათლება და უსაფრთხოებაა, რაც ერთიანობაში უნდა გვაძლევდეს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას.

"ჩვენ ოქტომბერში მიუხედავად ამ ყველაფრისა, ზოგიერთი კოლეგების „ხულიგნობისა“ ეკონომიკური ზრდა გვქონდა 5,7 %. 10 თვის მასშტაბით ჩვენ გვქონდა ზრდა 5,1 % რა თქმა უნდა ეს არ არის საკმარისი, ჩვენს ეკონომიკას სჭირდება მეტად უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდა, სწორედ ამიტომ გადავდგით ჩვენ ეს ნაბიჯი და სწორედ ამიტომ ყველა ის აქტივი განსაკუთრებით სახელმწიფო საკუთრებაში, რომელიც არსებობს, რომელიც სრულად არაა ჩართული ეკონომიკურ ბრუნვაში, ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაცოცხლოთ."

- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

Comments