სიახლეები

176 Views
პოლიტიკა

"ქართული ოცნება" გაპარტახებულია და დგას ერთ მატყუარა კაცზე - იაგო ხვიჩია

"ქართული ოცნება" გაპარტახებულია, დგას ერთ კაცზე, რომელიც მატყუარაა. ასეთი მორალია ამ წუთას "ქართულ ოცნებაში".

იაგო ხვიჩიამ პალიტრა ნიუსის ეთერში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა. 

ხვიჩიას თქმით, ხელისუფლების ეს თავდაჯერებული განცხადებები იმაზე მეტყველებს, რომ თავს იმხნევებენ, თითქოს მყარად არიან, არაფერს უთმობენ ოპოზიციას და ა.შ. სინამდვილეში კი მათი საქმე დამთავრებულია.

"ვერ მივლენ არჩევნებამდე, საფრთხე ის კი არ არის, რომ ხელისუფლება ჩაბეტონდება, არჩევნებს არ დათმობს და 2030 წლამდე იქნება ივანიშვილი.  არჩევნებამდე საერთოდ ვერ მივლენ, აფეთქებული სიტუაციაა. ახლა ხელისუფლებაში კი არ ხდება პოლიტიკური პროცესი, იქ დამთავრებულია ყველაფერი - ამ წუთას პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს ოპოზიციაში და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები ოპოზიციაში, როგორ დავალაგებთ ურთიერთობებს. ბიძინა ივანიშვილის მთავარი პრობლემა ის არის, რომ არ ცნობს პარტნიორებს, მას არ ჰყოლია პარტნიორები "ქართულ ოცნებაში". მას ჰყავდა მონები, ის ასე უყურებს ამ პარტიას და ძალიან მალე იგრძნობს ამის შედეგს, ყველასთვის გასაგები იქნება, რომ არასწორ ნავში სხედან, სამარისკენ მიმავალ პოლიტიკურ მატარებელზე სხედან." 

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, თავდაცვის მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილისნაირი პერსონაჟის, მთავარ პარტნიორთან, შეერთებულ შტატებში გაგზავნა ძალიან კომიკურია, რადგან ყველამ ვიცით, ღარიბაშვილი ვინც არის.

მთავარ პარტნიორთან რომ ვაგზავნით ამ კაცს, მაფიქრებინებს, რომ ქვეყანაში მოშლილია ყოველგვარი სინქრონი.

- ამბობს იაგო ხვიჩია პალიტრას ეთერში. მისივე თქმით, ოპოზიციის მთავარი, ყველაზე პასუხისმგებლიანი ამოცანა და მთავარი ბრძოლა ივანიშვილის უზარმაზარ თანხასთან დაპირისპირებაა. "გირჩის" ლიდერი პარტიის ინიციატივაზეც აკეთებს აქცენტს, რომლის მიხედვითაც საჭიროა ადამიანებს ოვუხსნათ შიში, ნაციონალურ მოძრაობასა და ძალოვან სტრუქტურებთან დაკავშირებით.

"იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა "ბუად" არ გამოიყენოს მიხეილ სააკაშვილი და ადამიანებს არ ეშინოდეთ მისი დაბრუნების, ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ უნდა თქვან გასაგებად, რომ ამ ერთ ვადაში არ მიეკარებიან ძალოვან სტრუქტურებს. მანამდე კი ამ ინსტიტუციის დაშლა უნდა მოვასწროთ, ეს სისტემა ისეა მოწყობილი, ვინც კი მოვა ხელისუფლებაში, მას მოემსახურება დანარჩენი ოპოზიციური სპექტრის წინააღმდეგ. ხოლო თუ ამის დაშლას ვასწრებთ, მერე არც მიხეილ სააკაშვილია საშიში და არც არავინ. "

ხვიჩიას თქმით, მთავარია ოპოზიცია იმაზე დალაგდეს, რა ხდება ბიძინა ივანიშვილის შემდეგ და სხვა მხრივ ივანიშვილი დამთავრებულია.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

Comments