სიახლეები

396 Views
ეკონომიკა

სანდრო თარხან-მოურავი მინიმალური ხელფასის დაწესებაზე

ის ხალხი, რომელიც მინიმალური ხელფასის შემოღებას ითხოვს, ეყრდნობა აბსურდულ დაშვებას, რომლის მიხედვითაც, თუ რაღაც მინიმალურ ხელფასს დააწესებ, უცებ ბიზნესში რა ფულიც ტრიალებს, თავისთავად გაიზრდება და ადამიანს, რომელსაც გუშინ ვუხდიდი 200 ლარს, ახლა გადავუხდი 500 ლარს, ცხადია რომ ეს ასე არ მოხდება.

სადაც რაღაცა მოიმატებს, ესე იგი მეორე ადგილას მოიკლებს. თუ ვიღაცას 200-ის ნაცვლად 500-ს მივცემ, ნიშნავს, რომ ან სხვას მოვაკლებ იმ 300 ლარს, ან მეორე ასეთ 200 ლარიან ადამიანს საერთოდ გავაგდებ სამსახურიდან. შესაბამისად, თუ დავუშვებთ, რომ ვინმე რჩება მოგებული, ყველა ვარიანტში, იქნება მეორე ვიღაც, ვინც დაზარალებულია.

სანდრო თარხან-მოურავმა მინიმალური ხელფასის დაწესების შესახებ  "გირჩის აზრის" ეთერში ისაუბრა. როგორც თარხან მოურავი აღნიშნავს, გარდა იმისა, რომ მინიმალური ხელფასის დაწესება, საბოლოოდ, დამსაქმებლისთვისაც და დასაქმებულებისთვისაც, ნეგატიური შედეგის მომტანი იქნება, სხვა მხრივაც ხელოვნური ჩარევაა, მაგალითად ის, რომ არავისი საქმე არაა, რა მოტივაციით დათანხმდა ადამიანი დაბალ ხელფასს, შესაძლოა ის სტუდენტია ან სხვადასხვა მიზეზით უნდა შეგირდად მუშაობა პროფესიონალთან და მცირე ხელფასზეც თანახმაა.

თუ აწესებ მინიმალურ ხელფასს, ფაქტობრივად ზღუდავ შეგირდობის შესაძლებლობას. შეგირდობა კი, ის სისტემაა, რომლითაც შეიქმნა მსოფლიო ისტორიაში უდიდესი ხელოვნება, მხატვრობა, არქიტექტურა, იგივე ეხება მეცნიერებასაც და ა.შ. კარგ პროფესიონალთან დამხმარედ მუშაობა, შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომ სწრაფად და მაღალ დონეზე რაღაცა ისწავლო.

- აღნიშნა, სანდრო თარხან-მოურავმა გირჩის ეთერში.

ავტორი: ანა ჩიქოვანი 

Comments