სიახლეები

ჯაფარიძე მოსამართლეებზე - 0 მორალი, 0 სინდისი, 0 ადამიანობა

ზურაბ ჯაფარიძე სოციალური ქსელით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამ მოსამართლეებს არც მორალი გააჩნიათ და არც სინდისი.

ჯაფარიძეს ციტატად ნაცისტი ჯალათის, ჰოლოკოსტის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედის, ადოლფ ეიხმანის აღიარებითი ჩვენება მოჰყავს, რომელშიც ეიხმანი ყველაფერს ნაცისტურ მთავრობას აბრალებს და თავს დამნაშავედ არ ცნობს:

"მე არ შემიძლია ვაღიარო ვერდიქტი რომ დამნაშავე ვარ … ეს იყო ჩემი ბედი, მონაწილეობა მიმეღო ამ საშინელ ძალადობაში. მაგრამ ეს არ მომხდარა ჩემი სურვილების შესაბამისად. ადამიანების ჟლეტა არ ყოფილა ჩემი სურვილი… კიდევ ერთხელ, ხაზს გავუსვამ რომ მე ვარ დამნაშავე იმაში რომ ვიყავი მორჩილი, დავუქვემდებარე საკუთარი თავი ოფიციალურ მოვალეობებს … მე არ დამიხოცავს ებრაელები ენთუზიაზმითა და ვნებით. ეს მთავრობამ გააკეთა… იმ დროს მორჩილება მოითხოვებოდა, ისევე როგორც მომავალშიც იქნება მორჩილებაზე მოთხოვნა ქვეშევრდომებისგან.” - ადოლფ ეიხმანი, ისრაელი, 1961 წელი

თუ ადევნებთ თვალყურს მოსამართლეების მოსმენებს პარლამენტში - ესაა მათი სახე

0 მორალი. 0 სინდისი. 0 ადამიანობა.

ეს ხალხი უშვებს უდანაშაულო ადამიანებს 9 წლით ციხეში 0.0000000000000000000000000001 გრ მდმა-ისთვის და საღამოს შვილებთან ბრუნდება ისე თითქოს არაფერი მომხდარა

ამ ხალხმა ზუსტად იცის რომ მათი ასეთი მსახურება მომავალშიც მოთხოვნადი იქნება

Befehl ist Befehl! - უნდა ეწეროს უზენაესი სასამართლოს შენობაზე

წერს ჯაფარიძე საკუთარი ფეისბუქის გვერდზე. 

Comments