პროექტები
დაფინანსება

უნივერსალური ბაზისური შემოსავალი

უნივერსალური საბაზისო შემოსავალი სისტემაა, რომელშიც ყველა მოქალაქე, მიუხედავად მისი შემოსავლების, სოციალური სტატუსისა და ასაკისა, იღებს ყოველთვიურ ფიქსირებულ თანხას მთავრობისგან. სანაცვლოდ კი უქმდება ყველა სუბსიდიების, სოციალური დახმარების, განათლებისა და ჯანდაცვის პროგრამების დიდი ნაწილი, ასევე სავალდებულო საპენსიო სისტემა და ამით დაზოგილი მთელი თანხა თანაბრად ნაწილდება ყველა მოქალაქეზე. რადგან მსგავსი სისტემა უკიდურესად მარტივია ადმინისტრირებისათვის და მოითხოვს სულ რამდენიმე ადამიანს ათასობით ბიუროკრატის ნაცვლად, უნივერსალური საბაზისო შემოსავლის ამოქმედება ზრდის ფულის გადანაწილების ეფექტიანობას. შედეგად, ფორმირდება სისტემა, რომელიც ყველა მოქალაქისთვის მომგებიანი ხდება.

საქართველოს დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით, შესაძლებელია ყოველთვიურად თითოეული მოქალაქე 100$-ით დავაფინანსოთ. ეს, ყველაზე მეტი, შეიძლება დაჯდეს 13 მილიარდი ლარი (3,600,000 ადამიანი *$100*3 ლარი*12 თვე). სანაცვლოდ უნდა გაუქმდეს: 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა; 
საპენსიო პროგრამა; 
სოციალური დახმარების პროგრამა; 
განათლების პროგრამა 
და ყველა სხვა სოციალური მომსახურება ქმედუნარიანი მოქალაქეებისათვის.

დანარჩენი 7 მილიარდი ლარი, რომელიც ბიუჯეტში დარჩება, სტანდარტულად, ბიუჯეტში გაწერილი წესრიგის მიხედვით გადანაწილდება თავდაცვაზე, პოლიციაზე, საგარეო ურთიერთობებზე და იმ ჯანდაცვისა თუ სხვა კრიტიკული ფუნქციების შესასრულებლად, რომელიც არაქმედუნარიანი მოქალაქეების მხარდასაჭერად არის აუცილებელი.

100$ თვეში ბევრად აღემატება ნებისმიერ იმ შემოსავალს, რომელიც სოციალური დახმარების სახით შეიძლება მიიღოს მოქალაქემ. სტუდენტებს უჩნდებათ შესაძლებლობა, უკეთესი განათლება მიიღონ, რადგან 2250-ლარიანი გრანტის ნაცვლად, რომელსაც ბევრი ვერც იღებს, ყველას ექნება წლიური შემოსავალი 3600 ლარის ფარგლებში, მიუხედავად გამოცდებზე მიღებული შედეგებისა. ზოგადად, არ იქნება ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ამ რეფორმით დაზარალდება. ისინიც კი, ვინც სახელმწიფო უწყებებში მუშაობდა და სამსახურს დაკარგავს, ბიუროკრატიის ღირსეულად გაცილების პროექტის ფარგლებში არ დარჩებიან წაგებულები.

უნივერსალური საბაზისო შემოსავლის უპირატესობა არა მხოლოდ მის ეფექტიანობაშია. ცნობილია, რომ მთავრობას თავისი ფული არ გააჩნია და უნივერსალური საბაზისო შემოსავლის წყარო, როგორც ნებისმიერი სხვა სახელმწიფო პროგრამის, მოქალაქეებისგან გადასახადების სახით შეგროვებული თანხაა. თუმცა, დღეს მოსახლეობის უმრავლესობისთვის რთულია დადგინდეს, რომელი უფრო მეტია, მის მიერ გადახდილი გადასახადები თუ ამ გადასახადების ხარჯზე მიღებული დახმარება და მომსახურება. ამის მიზეზი კი რთული საგადასახადო და მრავალფეროვანი, კომპლექსური სოციალური დახმარებისა თუ  სერვისების მიწოდების სისტემაა, როცა ადამიანი პირდაპირ თუ ირიბად ყველა გადასახადს იხდის, იბეგრება ინფლაციის მეშვეობით და ამავდროულად იღებს ან სოციალურ დახმარებას, ან საჯარო სკოლების მომსახურებას, ან საყოველთაო ჯანდაცვის სისტემით გათვალისწინებულ დაზღვევას და ა. შ. შედეგად, ადამიანი, შეიძლება ვერც კი ხვდებოდეს რომ დანარჩენი მოსახლეობის ხარჯზე ცხოვრობს, და მიუხედავად იმისა, რომ პარაზიტის როლში ყოფნა სულაც არ სურს, მთავრობის ხარჯების ზრდას უჭერდეს მხარს. ასეთ შემთხვევაში მარტივი გახდება იმ ადამიანების იდენტიფიკაციაც, ვინც მთავრობას იმაზე მეტს უხდის, ვიდრე სარგებელს იღებს. შედეგად, პოლიტიკური პროცესი გამჭვირვალე და გასაგები გახდება, და პოლიტიკოსები ვეღარ შეუქმნიან ადამიანებს ილუზიას, ვითომ დამატებითი სოციალური ხარჯები თავისით ჩნდება და არ არის სხვისთვის წართმეული ფული.

და ბოლოს, უნივერსალური საბაზისო შემოსავალი ასევე პრაქტიკაში შემოწმებულია რამდენიმე ქვეყანაში, აქვს საკმაოდ გამართული თეორიული ფუნდამენტი და, დიდი ალბათობით, სოციალური დახმარების სისტემის მომავალს წარმოადგენს. ის ერთნაირად მისაღები შეიძლება იყოს როგორც მემარცხენე, ასევე მემარჯვენე პოზიციების მქონე ადამიანებისთვის, რადგან როგორც სოციალური დახმარების ზრდის, ისევე შემცირების მარტივ მექანიზმს წარმოადგენს, ოღონდ არსებული სისტემისგან განსხვავებით, გამჭვირვალე და ყველასათვის გასაგებია.

სტატისტიკა

  • დამფინანსებელი 4
  • ხელმომწერი 50
  • დაფინანსება 180

პოლიტიკოსი

ალექსანდრე რაქვიაშვილი

სხვა პროექტები

საქართველოს დაბადება

ისტორიის ცოდნა მნიშვნელოვანია. თუ ისტორია არ იცი ან დამახინჯებულად იცი, მოვლენებიდან არასწორი დასკვნები გამოგაქვს. იმისთვის, რომ განვჭვრიტოთ მომავალი და მოვემზადოთ… დეტალურად

ისტორიის ცოდნა მნიშვნელოვანია. თუ ისტორია არ იცი ან დამახინჯებულად იცი, მოვლენებიდან არასწორი დასკვნები გამოგაქვს. იმისთვის, რომ… გააგრძელე კითხვა

საბოს თარგმანები

დღეს რომ ჭაობში ვცხოვრობთ, მეტწილად, იმის დამსახურებაა, რომ ბაღიდან უნივერსიტეტის ჩათვლით, თითქმის ვერ ნახავთ ადგილს, სადაც უფრო გამოცდილი ადამიანები ნაკლებად… დეტალურად

დღეს რომ ჭაობში ვცხოვრობთ, მეტწილად, იმის დამსახურებაა, რომ ბაღიდან უნივერსიტეტის ჩათვლით, თითქმის ვერ ნახავთ ადგილს, სადაც უფრო გამოცდილი… გააგრძელე კითხვა

ჰაიეკის ინსტიტუტი

„ჰაიეკის ინსტიტუტი“ კლასიკური, უნივერსიტეტებზე დაფუძნებული განათლების სისტემის ალტერნატივას წარმოადგენს.   ცოტა რომ გავამარტივოთ, უნივერსიტეტის ლოგიკა იმაში… დეტალურად

„ჰაიეკის ინსტიტუტი“ კლასიკური, უნივერსიტეტებზე დაფუძნებული განათლების სისტემის ალტერნატივას წარმოადგენს.   ცოტა რომ გავამარტივოთ… გააგრძელე კითხვა

კანაფის საზოგადოება

რატომ ეს პროექტი? ჩვენ გვინდა, მორჩეს კანაფის მომხმარებელი, მწარმოებელი და გამყიდველი სრულიად უდანაშაულო ადამიანების უმიზეზოდ დაჩაგვრა და შერჩევითად დევნა. … დეტალურად

რატომ ეს პროექტი? ჩვენ გვინდა, მორჩეს კანაფის მომხმარებელი, მწარმოებელი და გამყიდველი სრულიად უდანაშაულო ადამიანების უმიზეზოდ დაჩაგვრა… გააგრძელე კითხვა

ამნისტია

რატომ ეს პროექტი? ჩვენ ვიცით, რომ ციხეებში გვყავს ადამიანები, რომლებსაც არავისთვის არაფერი დაუშავებიათ, ხოლო დამნაშავეები გვყავს ზედმეტად მკაცრი, სასტიკი სასჯელით… დეტალურად

რატომ ეს პროექტი? ჩვენ ვიცით, რომ ციხეებში გვყავს ადამიანები, რომლებსაც არავისთვის არაფერი დაუშავებიათ, ხოლო დამნაშავეები გვყავს… გააგრძელე კითხვა

სავალდებულო ჯარის გაუქმება

რატომ ეს პროექტი? ადამიანის იძულება, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, იარაღით დაიცვას სხვა ადამიანები, მონობის ფორმაა. ამ მოვლენას დღესაც შეგვიძლია რუსეთის მაგალითზე… დეტალურად

რატომ ეს პროექტი? ადამიანის იძულება, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, იარაღით დაიცვას სხვა ადამიანები, მონობის ფორმაა. ამ მოვლენას დღესაც… გააგრძელე კითხვა

მულტისავალუტო სისტემა

ჩემი მთავარი პოლიტიკური მიზანია, დავიბრუნოთ თავისუფლება გამოვიყენოთ ის ფული, რომელიც გვსურს, იქნება ეს ლარი, დოლარი, ბიტკოინი თუ ოქრო. ეს მიზანი არ გაჩენილა შემთხვევით… დეტალურად

ჩემი მთავარი პოლიტიკური მიზანია, დავიბრუნოთ თავისუფლება გამოვიყენოთ ის ფული, რომელიც გვსურს, იქნება ეს ლარი, დოლარი, ბიტკოინი თუ ოქრო. ეს… გააგრძელე კითხვა

ბიუროკრატიის გაცილება

რატომ ეს პროექტი? გვინდა საჯარო მოხელეები ვაქციოთ ცვლილებების მხარდამჭერ მოკავშირეებად. პროექტის მიზანი 200-250 ათასი საბიუჯეტო სექტორში დასაქმებული ადამიანის… დეტალურად

რატომ ეს პროექტი? გვინდა საჯარო მოხელეები ვაქციოთ ცვლილებების მხარდამჭერ მოკავშირეებად. პროექტის მიზანი 200-250 ათასი საბიუჯეტო… გააგრძელე კითხვა

მიწა-წყლისა და ქვეყნის დაბრუნება

რატომ ეს პროექტი? ამ პროექტით გვინდა დავასრულოთ 100 წლის წინანდელი, ბოლშევიკების მიერ, ადამიანების მდიდრებად (მესაკუთრეებად) და ღატაკებად (პროლეტარიატად) დაყოფის და… დეტალურად

რატომ ეს პროექტი? ამ პროექტით გვინდა დავასრულოთ 100 წლის წინანდელი, ბოლშევიკების მიერ, ადამიანების მდიდრებად (მესაკუთრეებად) და… გააგრძელე კითხვა

ტკივილი

რატომ ეს პროექტი? ჩვენ გვგონია, რომ მორალური ადამიანის ვალდებულებაა, სხვა ადამიანის წამებას არ შეეგუოს. ტკივილის გაყუჩების აკრძალვა ნიშნავს წამებას. პროექტის… დეტალურად

რატომ ეს პროექტი? ჩვენ გვგონია, რომ მორალური ადამიანის ვალდებულებაა, სხვა ადამიანის წამებას არ შეეგუოს. ტკივილის გაყუჩების აკრძალვა… გააგრძელე კითხვა

შერიფები

რატომ ეს პროექტი? გვინდა ცენტრალიზებული პოლიცია დაიშალოს და წესრიგზე და უსაფრთხოებაზე ზრუნვა გახდეს ადგილობრივი მოსახლეობის მოსაგვარებელი საკითხი. პროექტის მიზანი … დეტალურად

რატომ ეს პროექტი? გვინდა ცენტრალიზებული პოლიცია დაიშალოს და წესრიგზე და უსაფრთხოებაზე ზრუნვა გახდეს ადგილობრივი მოსახლეობის… გააგრძელე კითხვა

იარაღის ლეგალიზაცია

შემთხვევითი არაა, რომ ოკუპაციის შემდეგ, პირველს, რასაც ოკუპანტი აკეთებს, ადამიანებს იარაღის ფლობისა და ტარების უფლებას ართმევს, რადგან ეს უფლება მხოლოდ პოლიტიკურად… დეტალურად

შემთხვევითი არაა, რომ ოკუპაციის შემდეგ, პირველს, რასაც ოკუპანტი აკეთებს, ადამიანებს იარაღის ფლობისა და ტარების უფლებას ართმევს, რადგან ეს… გააგრძელე კითხვა

სასამართლო

რატომ ეს პროექტი? ადამიანებს შორის კონფლიქტების შესამცირებლად და სწრაფად მოსაგვარებლად გვჭირდება სასამართლო. პროექტის მიზანი სასამართლოსადმი ნდობის დაბრუნება … დეტალურად

რატომ ეს პროექტი? ადამიანებს შორის კონფლიქტების შესამცირებლად და სწრაფად მოსაგვარებლად გვჭირდება სასამართლო. პროექტის მიზანი … გააგრძელე კითხვა

თავისუფალი ბაზარი

„თავისუფალი ბაზარი“ არის ჩემს სტუმრებთან საუბრები პოლიტიკურ თემებზე, სწორის და არასწორის, ადამიანის, საზოგადოებისა და სამყაროს შესახებ. ჩემი ბიოგრაფიიდან გამომდინარე… დეტალურად

„თავისუფალი ბაზარი“ არის ჩემს სტუმრებთან საუბრები პოლიტიკურ თემებზე, სწორის და არასწორის, ადამიანის, საზოგადოებისა და სამყაროს შესახებ. … გააგრძელე კითხვა