პროექტები

საბოს თარგმანები

დღეს რომ ჭაობში ვცხოვრობთ, მეტწილად, იმის დამსახურებაა, რომ ბაღიდან უნივერსიტეტის ჩათვლით, თითქმის ვერ ნახავთ ადგილს, სადაც უფრო გამოცდილი ადამიანები ნაკლებად გამოცდილებს, ბავშვებს, მოზარდებს უხსნიდნენ, მართლა რა რეალობაში ვცხოვრობთ; რატომ გვაქვს ისეთი საზოგადოება, როგორიც გვაქვს; რა ალტერნატივები არსებობს; რამ როგორ იმუშავა წარსულში; რა არის სწორი და არასწორი; რა მოსულა და რა — არა. 
 

ერთი მხრივ, ეს წესრიგი, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, აწყობს იმ ხალხს, ვინც ჩვენი დღევანდელი საზოგადოებრივი მოწყობის გამო ძალაუფლების ცენტრებთან არიან მოქცეულები და ამით ხეირობენ — მატერიალურად თუ ფსიქოლოგიურად. 
 

ეს ხალხი, იქნებიან ისინი ბიუროკრატები თუ დროებით ძალაუფლებას მომჯდარი პოლიტიკოსები, ყველანაირად ეწინააღმდეგებიან სტატუს-კვოს ცვლილებას. ამ წესრიგში ისინი მნიშვნელოვანი ხალხია, მათზე უამრავი რამაა დამოკიდებული. ახალ წესრიგში, ცვლილებების შემდეგ კი შეიძლება მნიშვნელობა დაკარგონ, შემოსავალი დაკარგონ, გავლენა დაკარგონ და ამ გავლენით მიღებული “ჭიის გახარება” ვეღარ შეძლონ. 
 

შედეგი ისაა, რომ განათლების სისტემა მკაცრად კონტროლდება, რათა ამ სისტემამ კრიტიკოსი მოაზროვნის ნაცვლად მორჩილი ცხვარი გამოზარდოს.
 

მეც ეს სისტემა გამოვიარე. პოლიტიკა მართლა მაინტერესებდა, მაგრამ გაკვირვებული დავრჩი, როდესაც უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ლექციების უმეტესობა უინტერესო იყო და სწავლის ხალისი დავკარგე.
 

თუმცა, ისე დალაგდა, რომ უკვე რამდენიმე წელია პოლიტიკაში ვარ ჩართული და თითქმის ყველა მოვლენაზე მწყობრი, გამართული და მორალური პოზიცია მაქვს. 
ეს კი ინტერნეტში და წიგნებთან გატარებული ათასობით საათის დამსახურებაა. ის იდეები და მასალები, რაც უნივერსიტეტში უნდა გამევლო და რაც მართლა საინეტერესო იქნებოდა, ჩემით და ჩემი მეგობრების დახმარებით, “არაფორმალური განათლების” გზით მივიღე და საბოლოოდ, ჩემს თავში ერთ გამართულ იდეად შეიკრა.
 

მე მქონდა იმის დრო და ფუფუნება, რომ ამდენი ენერგია მიმემართა თვითგანვითარებისკენ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ჩემსავით ცოტას გაუმართლებს. უამრავ თქვენგანს ოჯახი ყავს სარჩენი, სხვა პრობლემები აქვს, არ სცალია და არ აქვს იმის დრო, რომ ინფორმაციის დომხალში სწორი კონტენტი ეძებოს. ჩემთვის კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ჩემსავით მოაზროვნე და მსგავსი მორალის მქონე ადამიანების გამრავლება. გირჩის წარმატება იმაზე დგას, რამდენი ადამიანი დაინახავს ჩვენი იდეების სისწორეს. 
 

ჰოდა, იმისთვის, რომ საქმე გაგიადვილოთ და ჩემ ჭკუაზე გადმოგიყვანოთ, ჩემ მიერ განვლილი გზის შემოკლებულ, დაწურულ ვერსიას გთავაზობთ ჩემი პროექტის — “საბოს თარგმანების” სახით. ათასობით ნანახი ვიდეოდან ვარჩევ იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, საინტერესო და სახალისო მგონია, შემდეგ კი მეგობრების დახმარებით ვთარგმნი, ვამონტაჟებ, ვახმოვანებ და სისტემატურად ვდებ გირჩის ფეიჯსა და “საბოს თარგმანების” ფეიჯზე. თქვენ უბრალოდ დღეში რამდენიმე წუთი უნდა გამონახოთ და გაიაზროთ ახალი (ხან ძველი) შეხედულებები ეკონომიკაზე, საზოგადოებაზე, მორალზე, განათლებაზე, რელიგიაზე, ნარკოპოლიტიკაზე, თავისუფლებაზე, ფილოსოფიასა და სხვა თემებზე. 
 

თქვენ რა შეგიძლიათ?
-    უყუროთ ვიდეოებს და თქვენი აზრი დააფქსიროთ ხოლმე კომენტარებში;
-    გააზიაროთ ჩემი თარგმანები, რათა მეტ ადამიანს მივწვდეთ;
-    დამიფინანსოთ ეს პროექტი, რათა მეტი მოტივაცია და ხალისი მქონდეს, უფრო ხარისხიანად ვაკეთო საქმე;
-    თუ საკმარისი დაფინანსება იქნება, ნათარგმნი კონტენტიდან გადავალ სიუჟეტების ჩემით კეთებაზე და ჩვენთვის საინტერესო თემებს ქართულ კონტექსტში განვიხილავ ხოლმე. 
 

გახდით “თარგმანების” პროექტის პარტნიორები სისტემატური დაფინანსების ჩართვით და დაეხმარეთ თქვენნაირ ადამიანებს, მეტი საინტერესო რამ გაიგონ სამყაროსა და საზოგადოების მოწყობაზე. 
 

სტატისტიკა

  • დამფინანსებელი 60
  • ხელმომწერი 0
  • დაფინანსება 6300

პოლიტიკოსი

ჰერმან საბო

სხვა პროექტები

საქართველოს დაბადება

ისტორიის ცოდნა მნიშვნელოვანია. თუ ისტორია არ იცი ან დამახინჯებულად იცი, მოვლენებიდან არასწორი დასკვნები გამოგაქვს. იმისთვის, რომ განვჭვრიტოთ მომავალი და მოვემზადოთ… დეტალურად

ისტორიის ცოდნა მნიშვნელოვანია. თუ ისტორია არ იცი ან დამახინჯებულად იცი, მოვლენებიდან არასწორი დასკვნები გამოგაქვს. იმისთვის, რომ… გააგრძელე კითხვა

ჰაიეკის ინსტიტუტი

„ჰაიეკის ინსტიტუტი“ კლასიკური, უნივერსიტეტებზე დაფუძნებული განათლების სისტემის ალტერნატივას წარმოადგენს.   ცოტა რომ გავამარტივოთ, უნივერსიტეტის ლოგიკა იმაში… დეტალურად

„ჰაიეკის ინსტიტუტი“ კლასიკური, უნივერსიტეტებზე დაფუძნებული განათლების სისტემის ალტერნატივას წარმოადგენს.   ცოტა რომ გავამარტივოთ… გააგრძელე კითხვა

კანაფის საზოგადოება

რატომ ეს პროექტი? ჩვენ გვინდა, მორჩეს კანაფის მომხმარებელი, მწარმოებელი და გამყიდველი სრულიად უდანაშაულო ადამიანების უმიზეზოდ დაჩაგვრა და შერჩევითად დევნა. … დეტალურად

რატომ ეს პროექტი? ჩვენ გვინდა, მორჩეს კანაფის მომხმარებელი, მწარმოებელი და გამყიდველი სრულიად უდანაშაულო ადამიანების უმიზეზოდ დაჩაგვრა… გააგრძელე კითხვა

ამნისტია

რატომ ეს პროექტი? ჩვენ ვიცით, რომ ციხეებში გვყავს ადამიანები, რომლებსაც არავისთვის არაფერი დაუშავებიათ, ხოლო დამნაშავეები გვყავს ზედმეტად მკაცრი, სასტიკი სასჯელით… დეტალურად

რატომ ეს პროექტი? ჩვენ ვიცით, რომ ციხეებში გვყავს ადამიანები, რომლებსაც არავისთვის არაფერი დაუშავებიათ, ხოლო დამნაშავეები გვყავს… გააგრძელე კითხვა

სავალდებულო ჯარის გაუქმება

რატომ ეს პროექტი? ადამიანის იძულება, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, იარაღით დაიცვას სხვა ადამიანები, მონობის ფორმაა. ამ მოვლენას დღესაც შეგვიძლია რუსეთის მაგალითზე… დეტალურად

რატომ ეს პროექტი? ადამიანის იძულება, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, იარაღით დაიცვას სხვა ადამიანები, მონობის ფორმაა. ამ მოვლენას დღესაც… გააგრძელე კითხვა

მულტისავალუტო სისტემა

ჩემი მთავარი პოლიტიკური მიზანია, დავიბრუნოთ თავისუფლება გამოვიყენოთ ის ფული, რომელიც გვსურს, იქნება ეს ლარი, დოლარი, ბიტკოინი თუ ოქრო. ეს მიზანი არ გაჩენილა შემთხვევით… დეტალურად

ჩემი მთავარი პოლიტიკური მიზანია, დავიბრუნოთ თავისუფლება გამოვიყენოთ ის ფული, რომელიც გვსურს, იქნება ეს ლარი, დოლარი, ბიტკოინი თუ ოქრო. ეს… გააგრძელე კითხვა

ბიუროკრატიის გაცილება

რატომ ეს პროექტი? გვინდა საჯარო მოხელეები ვაქციოთ ცვლილებების მხარდამჭერ მოკავშირეებად. პროექტის მიზანი 200-250 ათასი საბიუჯეტო სექტორში დასაქმებული ადამიანის… დეტალურად

რატომ ეს პროექტი? გვინდა საჯარო მოხელეები ვაქციოთ ცვლილებების მხარდამჭერ მოკავშირეებად. პროექტის მიზანი 200-250 ათასი საბიუჯეტო… გააგრძელე კითხვა

უნივერსალური ბაზისური შემოსავალი

უნივერსალური საბაზისო შემოსავალი სისტემაა, რომელშიც ყველა მოქალაქე, მიუხედავად მისი შემოსავლების, სოციალური სტატუსისა და ასაკისა, იღებს ყოველთვიურ ფიქსირებულ თანხას… დეტალურად

უნივერსალური საბაზისო შემოსავალი სისტემაა, რომელშიც ყველა მოქალაქე, მიუხედავად მისი შემოსავლების, სოციალური სტატუსისა და ასაკისა, იღებს… გააგრძელე კითხვა

მიწა-წყლისა და ქვეყნის დაბრუნება

რატომ ეს პროექტი? ამ პროექტით გვინდა დავასრულოთ 100 წლის წინანდელი, ბოლშევიკების მიერ, ადამიანების მდიდრებად (მესაკუთრეებად) და ღატაკებად (პროლეტარიატად) დაყოფის და… დეტალურად

რატომ ეს პროექტი? ამ პროექტით გვინდა დავასრულოთ 100 წლის წინანდელი, ბოლშევიკების მიერ, ადამიანების მდიდრებად (მესაკუთრეებად) და… გააგრძელე კითხვა

ტკივილი

რატომ ეს პროექტი? ჩვენ გვგონია, რომ მორალური ადამიანის ვალდებულებაა, სხვა ადამიანის წამებას არ შეეგუოს. ტკივილის გაყუჩების აკრძალვა ნიშნავს წამებას. პროექტის… დეტალურად

რატომ ეს პროექტი? ჩვენ გვგონია, რომ მორალური ადამიანის ვალდებულებაა, სხვა ადამიანის წამებას არ შეეგუოს. ტკივილის გაყუჩების აკრძალვა… გააგრძელე კითხვა

შერიფები

რატომ ეს პროექტი? გვინდა ცენტრალიზებული პოლიცია დაიშალოს და წესრიგზე და უსაფრთხოებაზე ზრუნვა გახდეს ადგილობრივი მოსახლეობის მოსაგვარებელი საკითხი. პროექტის მიზანი … დეტალურად

რატომ ეს პროექტი? გვინდა ცენტრალიზებული პოლიცია დაიშალოს და წესრიგზე და უსაფრთხოებაზე ზრუნვა გახდეს ადგილობრივი მოსახლეობის… გააგრძელე კითხვა

იარაღის ლეგალიზაცია

შემთხვევითი არაა, რომ ოკუპაციის შემდეგ, პირველს, რასაც ოკუპანტი აკეთებს, ადამიანებს იარაღის ფლობისა და ტარების უფლებას ართმევს, რადგან ეს უფლება მხოლოდ პოლიტიკურად… დეტალურად

შემთხვევითი არაა, რომ ოკუპაციის შემდეგ, პირველს, რასაც ოკუპანტი აკეთებს, ადამიანებს იარაღის ფლობისა და ტარების უფლებას ართმევს, რადგან ეს… გააგრძელე კითხვა

სასამართლო

რატომ ეს პროექტი? ადამიანებს შორის კონფლიქტების შესამცირებლად და სწრაფად მოსაგვარებლად გვჭირდება სასამართლო. პროექტის მიზანი სასამართლოსადმი ნდობის დაბრუნება … დეტალურად

რატომ ეს პროექტი? ადამიანებს შორის კონფლიქტების შესამცირებლად და სწრაფად მოსაგვარებლად გვჭირდება სასამართლო. პროექტის მიზანი … გააგრძელე კითხვა

თავისუფალი ბაზარი

„თავისუფალი ბაზარი“ არის ჩემს სტუმრებთან საუბრები პოლიტიკურ თემებზე, სწორის და არასწორის, ადამიანის, საზოგადოებისა და სამყაროს შესახებ. ჩემი ბიოგრაფიიდან გამომდინარე… დეტალურად

„თავისუფალი ბაზარი“ არის ჩემს სტუმრებთან საუბრები პოლიტიკურ თემებზე, სწორის და არასწორის, ადამიანის, საზოგადოებისა და სამყაროს შესახებ. … გააგრძელე კითხვა