ჩემი მთავარი ინტერესის სფეროს წარმოადგენს განათლების სისტემის რეფორმა და სავალდებურო ჯარის გადასვლა/შეცვლა ნებაყოფლობითზე.
დაახლოებით წარმოდგენილი მაქვს თუ როგორი ფორმის უნდა იყოს ეს ორი სფერო. პირველ რიგში უნდა მოხდეს არჩევითი საგნების დანერგვა და მოვითხოვოთ შეიკვეცოს ის საგნები რაც ისწავლება 80%-ით და მართლა ზოგად განათლებად გადაიქცეს. ცხოვრებაში გამოსადეგი კი იქნება: 1) კომპიუტერული ინჟინერია/პროგრამირება,
2) ხელსაქმე (ელექტროობა, ჭრა, კერვა, ხის დამუშავება სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრა და სხვა)
3) მცენარეების და ცხოველების მოვლა. (მოსწავლეების ნახევარი სოფლებში არის და მათ უწევთ ურთიერთობა, არა ინფორმირებულობის გამო სათანადო პროდუქტს თუ მოსავალს ვერ იღებენ.)
4) უცხო ენა: ინგლისური, გერმანული, ესპანური, ფრანგული, ჩინური. გლობალური ბაზრისთვის უნდა მოემზადონ.
5) იურისპრუდენცია: უფლება, მოვალეობებში არაა გათვიცნობიერებული მოსახლეობა.
6) პირველადი დახმარება
7) სწორი კვება და ვარჯიში.
8) სექსლოგია: რაც არ უნდა აპროტესტონ ადამიანებმა მათ ცხოვრების რაღაც ეტაპზე მოუწევთ შეხება სხვადასხვა ფიზიკური კონტაქტისა. ამიტომაც საჭიროა ინფორმირებული შეხვდენენ "გამრავლების პროცესს" და სხვას.
რაც შეეხება სავალდებულო გაწვევის გაუქმებას: ამ შემთხვევაში სურვილისამებრ უნდა იყოს ჯარში წამსვლელთა შერჩევა. ასევე უნდა მოვითხოვოთ რომ მხოლოდ ფიზიკური ნორმატივების ჩამბარებლები არ მსახურობდნენ ჯარში. რადგან ბევრი ჭკვიანი ადამიანი არსებობს, რომელსაც შეუძლია შტაბბინიდან მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიოს ჯარისკაცებს.
სახელი | GeD და % |
---|