ზურაბ ჯაფარიძე ზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე

გია ჯაფარიძე

208,858
0₾
ინტრო

ჩვენი თავნი ჩვენადვე გვეყუდნეს 

ქვეყნის ძლიერება განისაზღვრება არამხოლოდ მისი ტერიტორიული სიდიდით, მოსახლეობით და მთლიანი შიდა პროდუქტით, არამედ მისი რეპუტაციითაც. ქვეყნის უსაფრთხოების და თავდაცვის წინაპირობა არის ინდივიდის თავისუფლება და ღირსება. ჩემი სურვილია ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, რომლის ბედს ვერ გადაწყვეტენ სხვა სახელმწიფოები მისგან დამოუკიდებლად.

რა გვჭირდება:

  • საქართველოს სწრაფი ინტეგრაცია ისეთ ბლოკებსა და კავშირებში, რომელიც მის თავდაცვას და უსაფრთხოებას გააძლიერებს, ასეთია ნატო და ევროპის კავშირი; ამ სივრცეში ხვდებიან მხოლოდ ისეთი სახელმწიფოები, სადაც ცხოვრობენ თავისუფალი ადამიანები, სადაც თავად თავისუფლებაა ღირსება. მე არ მჯერა კოლექტიური თავისუფლების და კოლექტიური ღირსების, ამიტომ არ მჯერა, რომ თავსმოხვეული კოლექტიური თავმოყვარეობით და თავისუფლების კოლექტიური აღქმით როდესმე ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი ვიქნებით.
  • ძლიერი ჯარი, რომელთანაც დაპირისპირება ნებისმიერ სახელმწიფოს იმდენად ძვირი დაუჯდება, რომ მსგავსი რისკის გაწევის სურვილი არ გაუჩნდება. თავდაცვის ბიუჯეტი დღესვე უნდა გაიზარდოს მშპ-ს 5%-მდე. შეიარაღებულ ძალებში სამსახური უნდა იყოს ღირსების და პიროვნული რეალიზაციის საქმე და წარმატებული პოლიტიკური კარიერის საფუძველი.
  • ეკონომიკური კეთილდღეობა, სიმდიდრე და შესაძლებლობები, რომ საქართველოდან სხვა ქვეყნებში კი არ გარბოდნენ ადამიანები დაბალანაზღაურებადი სამუშაოს საპოვნელად, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის უნდა ვიყოთ ცხოვრებისთვის სასურველი ადგილი. ეს ყველაფერი შეუძლებელია, თუ არ ვიქცევით ეკონომიკურად ძლიერ და თავისუფალ ინდივიდებად.

Μολὼν Λαβέ

პირადი პარტიული სია
სახელი GeD და %
ყველა სიახლე