სიახლეები

720 Views
პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენებაზე

"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, თიბისი ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით, საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე წერს. მისი თქმით, ამ საქმეს მომჩივანი-დაზარალებული არ ჰყავს და რეალურად პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტია ბიძინა ივანიშვილის ხელში. როგორც ჯაფარიძე ამბობს, ეს საქმე ეროვნულ ბანკს სპეციალურად ამოაქექინეს:

"ერ. ბანკის ამოქექილი შემდეგ გადასცეს პროკურატურას რომ მას, საჭიროების შემთხვევაში, გაეკეთებინა ის რაც დღეს გააკეთა"

ბრალის წაყენება შესაძლებელი იყო რამდენიმე წლის წინაც, მაგრამ დაემთხვა ხაზარაძის განცხადებას მის მიერ დაგეგმილ პოლიტიკურ გააქტიურებაზე.

თიბისი-ს ჩაძირვა უნდა?

ანაკლიის პროექტის დამუხრუჭება/შეჩერება უნდა?

პოტენციურად წონიანი პოლიტიკური ოპონენტის პრევენციულად განეიტრალება უნდა?

როგორც ჯაფარიძე ამბობს, მნიშვნელობა არ აქვს, ჩამოთვლითაგან, რა უნდა ივანიშვილს, შესაძლოა სამივეც უნდოდეს და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის პოლიტიკური დევნა.

თუ ვინმე ფიქრობთ რომ საქართველოს პროკურატურა დამოუკიდებელი ორგანოა და რაც ხაზარაძე-ჯაფარიძის თავს ხდება მართლმსაჯულების აღსრულების ბუნებრივი პროცესია ...

თუ ვინმე ფიქრობთ რომ ეს თქვენ არ გეხებათ ...

პ.ს. ჩემი აზრით არ გაუვა. ვერ დაიჭერს. და შენარჩუნების ნაცვლად, დაკარგავს ძალაუფლებას.

კომენტარები