კითხვა შსს-ს: კანაფი და ავარიები

კითხვა შსს-ს: კანაფი და ავარიები

სადეპუტატო წერილი არის პარლამენტის წევრების უფლებამოსილება დაუსვან კითხვა ნებისმიერ სახელმწიფო თუ სამთავრობო უწყებას, რომლებიც თავის მხრივ ვალდებულნი არიან განსაზღვრულ ვადაში გასცენ პასუხი.

თარიღი: 06/06/2021

პრეისტორია: 

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, კანაფის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლები სისხლისსამართლებრივად ისჯებიან, მაშინ, როცა ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფ მძღოლებზე მხოლოდ ადმინისტრაციული სანქცია მოქმედებს. ასეთი კონტრასტისა და მკაცრი პოლიტიკის ფონზე, იაგოს ინიციატივით, გადავწყვიტეთ გამოგვეყენებინა დეპუტატის პრივილეგია და სადეპუტატო კითხვა მივწერეთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

თარიღი: 07/06/2021

იაგო შსს-ს:

მოგესალმებით,

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია რამდენი ადამიანი დაიღუპა ისეთი ავტოავარიის შედეგად, როდესაც ავტომობილს მართავდა კანაფის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლი.

თარიღი: 17/06/2021

შსს იაგოს:

ბატონო იაგო,

2021 წლის №5399/3-125/21 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კონკრეტული ნარკოტიკული საშუალებების (კანაფი) მიხედვით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი მიზეზების სტატისტიკური მონაცემების დამუშავება არ ხორციელდება.

პატივისცემით,

ადმინისტრაციის (დეპარტამენტი), უფროსის მოადგილე თათია ცეცხლაძე

თარიღი: 18/06/2021

შეფასება: 

როგორც წერილის ინიციატორმა, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, მისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი ნიშნავს, რომ კანაფის ზემოქმედების ქვეშ გამოწვეული ავტოავარიის შედეგად დაღუპულ ადამიანთა რიცხვი ან ძალიან დაბალია ან ასეთი შემთხვევა საერთოდ არ მომხდარა, რადგან საჭიროდ არ თვლიან  სტატისტიკა აწარმოონ.

იგივე შეკითხვა რომ ყოფილიყო ალკოჰოლთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ შსს-ს ექნებოდა პასუხი

იაგო ხვიჩია

საბოლოო შეფასება:

შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილის მიხედვით, საერთოდ არ აღირიცხება ისეთ ავტოავარიებში დაღუპულ ადამიანთა რიცხვი, რომელსაც კანაფის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლი მართავდა.  ვაპირებთ საპასუხოდ გავგზავნოთ წერილი და დავაზუსტოთ ამის მიზეზი ასეთ შემთხვევათა სიმცირეა თუ საერთოდ არ მომხდარა. 

აგრეთვე, გვაინტერესებს რამდენია ისეთ ავტოავარიებში დაღუპულ ადამიანთა რიცხვი, რომლის დროსაც ავტომობილს მართავდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მძღოლი. 

სტატია განახლდება ახალი ინფორმაციის მიღების პარარელურად, გვადევნეთ თვალი. 

დოკუმენტები:

ვაპირებთ სადეპუტატო კითხვები ვაქციოთ სერვისად, რომელსაც მომავალში გირჩის სამეფოს წევრები მიიღებენ, თუმცა რადგან ეს სერვისი ჩვენთვისაც და ამომრჩევლისთვისად სიახლეა, ჯერჯერობით ღირებულება უცნობია.

ჩვენი ყველა ქმედების მორალური კომპასია გირჩის კონსტიტუცია

თუ დაინტერესდით ამ და მსგავს თემებზე ჩვენთან ერთად ბრძოლით, გირჩის სამეფო არის აქ.

 



კომენტარები