სიახლეები

ეს დოკუმენტი ოპოზიციის კაპიტულაციას ნიშნავს - ალექსანდრე რაქვიაშვილი

გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა გირჩის ეთერში, 1 მარტს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ფასილიტატორებთან ერთად გამართულ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრაზე ისაუბრა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელიც მოიცავს:

 1. ამბიციური საარჩევნო რეფორმა

  •  1.1 საქართველოში დემოკრატიის ღრმა კონსოლიდაციისთვის

2. კანონის უზენაესობა / სამართლის რეფორმა 

  •  2.1  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით კითხვები
  •  2.2 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნები
  •  2.3 რეფორმები კორუფციასთან ბრძოლის გასაძლიერებლად

3. პოლიტიკური მართლმსაჯულება / პატიმრების საკითხი

4. ძალის გადანაწილება პარლამენტში

  • 4.1 საგამოძიებო კომისია
  • 4.2 პარლამენტში როლებისა და პასუხისმგებლობების სამართლიანი გადანაწილება

5. პოტენციური ვადამდელი არჩევნები / 5.1 მზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის

6. ფასილიტაციის / მედიაციის გაგრძელება და განხილვა 2021 მარტში.

რაქვიაშვილმა ეს დოკუმენტი ოპოზიციის კაპიტულაციად შეაფასა: „თეთრი დროშა ჯერ არ გამოუფენიათ, მაგრამ როგორც ჩანს ორ კვირაში ამასაც გააკეთებენ“.

მისივე თქმით, ეს დოკუმენტი უამრავ ინტერპრეტაციას უშვებს, მათ შორის ისეთს, რომელიც შეიძლება ბარიერის დაწევას არ გულისხმობდეს. ხოლო, საგამოძიებო კომისიის დამატება და ვადამდელი არჩევნების, როგორც “პოტენციური” შესაძლებლობის ხსენება, ფაქტობრივად ქართული ოცნების ჯერ კიდევ დეკემბრის წინადადებას იმეორებს.

ამრიგად, შესაძლებელია, რომ ოპოზიციამ ვერ მიიღოს ვადამდელი არჩევნები და პროცესში ისიც დაკარგოს, რაც ფაქტობრივად უკვე იყო მიღწეული მოლაპარაკების პროცესში.

კომენტარები