სიახლეები

გერმანიის თიურინგიის მხარემ, საარჩევნო კანდიდატებისთვის გენდერული თანასწორობის კანონი გააუქმა

საპარლამენტო არჩევნების კანდიდატებისთვის გენდერული თანასწორობის კანონი თიურინგიის მხარეში შემოღებიდან ერთი წლის თავზე, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო - ამის შესახებ გერმანული გაზეთი "Deutsche Welle" წერს. 

აღმოსავლეთ გერმანიის თიურინგიის მხარის საკონსტიტუციო სასამრთლომ კანონი, რომელიც ფედერალურ არჩევნებში მონაწილე კანდიდატების გენდერულ თანასწორობას მოითხოვდა და სადაც ქალი და კაცი კანდიდატების რაოდენობა თანაბარი უნდა ყოფილიყო, არაკონსტიტუციურად ცნო.

1 წლის წინ ამ კანონპროექტის ინიციატორი მემარცხენეთა, მწვანეთა და ცენტრალურ მემარცხენე სოციალ-დემოკრატთა კოალიცია იყო.  პარტიამ "Alternative for Germany (AFD)" ამ წესის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოიგო. 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს წესი ნეგატიურ გავლენას ახდენდა ამომრჩეველთა ნების თავისუფლებასა და თანასწორობაზე. ექვსმა მოსამართლემ სამის წინააღმდეგ ეს კანონი არაკონსტიტუციურად ცნო.

ეს არის უდიდესი გამარჯვება თიურინგიის "Alternative for Germany (AFD)" პარტიისთვის. 

                                                                           -განაცხადა პარტია "Alternative for Germany"-ის ლიდერმა ბიორნ ჰოკემ.

ამ წესის გაუქმება ნიშნავს, რომ პარტიებს აქვთ სრული თავისუფლება მომავალ ფედერალურ არჩევნებში, რამდენი კანდიდატიც სურთ იმდენი დააყენონ, განურჩევლად სქესისა. მომავალი ფედერალური არჩევნები 2021 წელს ჩატარდება,  უკანასკნელი არჩევნები 2019 წელს ჩატარდა და არადამაჯერებელი შედეგებით დასრულდა, რამაც მხარის კრიზისი გამოიწვია.

გერმანიის აღმოსავლეთ მხარე ბრანდებურგი იყო პირველი, რომელმაც მსგავსი გენდერული პარიტეტი 2019 წლის იანვარში დანერგა. მათმა საკონსტიტუციო სასამართლომ ამ წესის კონსტიტუციურობის შესახებ გადაწყვეტილება აგვისტოში უნდა მიიღოს.

"Deutsche Welle"-ს სრული სტატია შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე.

                                                                                                                                                               თარგმანი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები