სიახლეები

უყურეთ "საღი აზრის მონოპოლიას" "გირჩი ტივიზე"

"გირჩი ტივიზე" ახალი გადაცემა სახელწოდებით "საღი აზრის მონოპოლია" გამოჩნდა, რომლის წამყვანებიც "გირჩის" პოლიტიკოსები ჰერმან საბო და ალექსანდრე რაქვიაშვილი არიან. 

გადაცემა გასართობ-შემეცნებითი ხასიათისაა, სადაც "გირჩის" წევრები ცნობილ სამაგიდო თამაშს, მონოპოლიას თამაშობენ და სხვადასხვა ეკონომიკურ საკითხებს განიხილავენ, რომლის ახსნაც თამაშის მეშვეობით მარტივდება.

გირჩი ტივიმ შესაძლებლობა მოგვცა ბევრი და ბევრ თემაზე ვილაპარაკოთ. ეს გადაცემაც მაგ მიზნით დავიწყეთ მე და სანდრომ, რომ მარტივი ანალოგიების და თამაშების მეშვეობით ავხსნათ ისეთი თემები, რაც ადამიანებს სამყაროს განუყოფელი და ბუნებრივი ნაწილი გვგონია ხოლმე და რომლებზეც იშვიათად მოისმენთ კრიტიკულ თუ განსხვავებულ აზრს.

                                                                                                                                                                 -განაცხადა ჰერმან საბომ.

ჩვენ ვცდილობთ ვისაუბროთ ადამიანურ ენაზე იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებზეც პოლიტიკოსები და ეკონომისტები ჩვეულებრივ რთული და სპეციფიკური ტერმინებით დატვირთული ენით საუბრობენ.

                                                                                                                                                -ამბობს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

პირველი გადაცემა ეთერში 18 ივნისს გავიდა და მისი ყურება "გირჩი ტივიზე" ყოველ ოთხშაბათს ოთხ საათზე შეგიძლიათ !

პირველი გადაცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

მეორე გადაცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. 

                                                                                                                                                                      ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები