სიახლეები

ცოტა რამ განათლებაზე

ჩვენ ვკითხულობდით, მოგვისმენია და ვუყურებთ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს ბავშვობიდან წვრთნიან იმისთვის, რომ მოიპოვონ მათთვის ღირებული, მიაღწიონ დასახულ მიზანს. ადამიანი ბუნებით მიმართულია თვითგანვითარებისკენ, ერთადერთი რამ, რაც მას უშლის ხელს განვითარებაში, ეს გარემო და  მისგან გამომდინარე ამ პიროვნების მახასიათებლებია. რაციონალურობის განცდით და მშობლის ინსტინქტით, ადამიანს უჩნდება ბუნებრივი მოთხოვნილება, მისცეს საკუთარ შვილს იმაზე უკეთესი, ვიდრე ამას სხვა ბიუროკრატიული ,,დაწესებულება" გააკეთებდა.

ამ შემთხვევაში, საუბარია განათლებაზე, რომლის მთელი ისტორია, ყოველთვის, პირველ რიგში ზემოთმოყვანილი მეთოდით ხორციელდებოდა, ამის საპირწონედ კი ვიღებთ 4 კედელს და არაფრის მომცემ  არასწორ ალგორითმულ სისტემას, რომელიც მეტწილად არასასურველი და დამამახინჯებელია. 
საჯარო სისტემისა და ერთფეროვანი  ,,ზოგადი განათლების" უპირობოდ და დაჟინებული მზერით სწავლის მოთხოვნას, ასევე  კერძო სკოლებზე იმავე შეზღუდვების გავრცელებას და სრულ მონოპოლიურ მდგომარეობას, არანაირი  კავშირში არ  აქვს რეალურ განათლების მიღებასთან.
ადამიანი  სწავლობს და ითვისებს მარტივად მაშინ, როდესაც პროცესი მისთვის საინტერესო, სასიამოვნო და მისაღებია, ხოლო მაშინ როდესაც ძალდატანებით უწევს რაიმის ათვისება, პროცესი საკმაოდ რთულდება და იწვევს ადამიანის ფსიქიკის დაზიანებას. ზოგადად აღნიშნული პუნქტი, სადაც ადამიანი განათლებას მიიღებს, არ შეიძლება იყოს სახელმწიფოს მონოპოლიის ქვეშ, არ შეიძლება ვთავაზობდეთ რომელიმე ერთ კონკრეტულ ფერს, რომელი ფერითაც იწრთობა საზოგადოება,  ეს ფერი კი იმის მიხედვით იცვლებოდეს, თუ ვინ უზის სახელმწიფოს სათავეში. პირადად მე არანაირი  სურვილი არ მაქვს, სახელმწიფოს შტამპი დაედოს არსებას, რომლისთვისაც გაცილებით მეტი მსურს, ვიდრე ჩვეულებრივი ფარატინა ფურცელი და ამ ფურცელზე დაწერილი არაფრის მომცემი სიტყვებია.

ხშირად განცდილი დაკარგული 45 წუთის რაობა და რაობიდან გამოწვეული უსიამოვნო პროტესტი, მაშინ როდესაც ჩვენს წლებს ვკარგავთ ერთი და იმავე ინფორმაციას ტვინში ჩაბეჭვდით, სამყარო ვითარდება და გადადის ახალ საფეხურებზე, სადაც ადამიანებს უყვართ და სიამოვნებთ რაიმეს ათვისება ისე, რომ მათ არაფერს აძალებენ, ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ადამიანი ეფექტურად განვითარდეს.

როდესაც ქვეყანაში იზღუდება და ისჯება ყველანაირი არხი და წყარო, ისეთი განათლების მიღებისა, რომელიც განსხვავდება სახელმწიფოს მიერ დაწესებული ე.წ ,,ზოგადი განათლების"-გან,  ძალიან რთულია ქვეყანამ თავი დააღწიოს მონურ ფსიქოლოგიას, რადგან ჩვენი განათლების მთლიანი სისტემა, ზუსტად რომ მონური ფსიქოლოგიის  ჩახლართული ალგორითმია, სისტემა რომელიც არაფერს ასწავლის ადამიანს  იმასთან დაკავშირებთ, თუ როგორ უნდა იცხოვროს, როგორ უნდა განვითარდეს და გადარჩეს მომავალში, ამ ყველაფრის  სწავლა კი,  ძირითადად  ფორსმაჟორულ სიტუაციებში უწევთ, როდესაც თვითგადარჩენის ინსტიქტი ინტენსიურად იწყებს ამუშავებას.  

ჩვენ უნდა გქვონდეს უფლება, მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები მათთვის, ვინც ჩვენთვის ძვირფასია. საზოგადოების მაღალი განვითარების დონე კი უმთავრესი შტრიხია მომავალი განვითარებული საქართველოს სურათის დასანახად. 
ადამიანებს უნდა შეეძლოთ ჰქონდეთ არჩევანის თავისუფლება, აირჩიონ: სად სურთ, რა სურთ, როგორ სურთ და როდის სურთ, რომ შვილმა მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია სამყაროს მუშაობისა და სამყაროში არსებული მოვლენების ათვისების სიმარტივის მეთოდებზე.

ავტორი: გიორგი ჭიბოშვილი

კომენტარები