გიორგი მელაძე: ბიძინა ივანიშვილს ლეგიტიმაცია არ უნდა მივცეთ

"პოლიტიკური აგორას" ეთერში "ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის" პროფესორი, გიორგი მელაძე, ოპოზიციისა და ხელისუფლების მიერ 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების დემონსტრირების ფონზე, ოპოზიცია ძალიან ფრთხილად იქცევა. მისივე თქმით, იქედან გამომდინარე, რომ ხელისუფლება თავისუფლებაზე მიზანმიმართულ შეტევას ახორციელებს, ოპოზიციამ  მათ დასაშინებლად რაიმე გზა უნდა გამონახოს, წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი შეიცვლება.

მელაძე თვლის რომ ოპოზიციისთვის არჩევანის გაკეთება იმასთან დაკავშირებით, დაუჭიროს მხარი თუ არა არჩევნების წესის ცვლილების შესახებ კანონპროექტს, ძალიან რთული იქნება. 

მე ვემხრობი, რომ ბიძინა ივანიSვილს ლეგიტიმაცია არ მივცეთ, პოლიტპატიმრები არ გავწიროთ და ვთქვათ, რომ შეთანხმების ყველა პირობა უნდა შესრულდეს.

                                                                                           -განაცხადა გიორგი მელაძემ, "გირჩი ტივის" ეთერში.

შეგახსენებთ, რომ 8 მარტს ოპოზიცია და ''ქართული ოცნება'' 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესზე შეთანხმდა და შესაბამისი მემორანდუმიც გააფორმა. შეთანხმების თანახმად მაჟორიტარი დეპუტატები 120/30 შერეული სისტემით და 1%-იანი ბარიერით აირჩევიან. ასევე, 40%-ზე ნაკლები ხმების მიმღები პარტია საპარლამენტო უმრავლესობის შექმნას ვერ შეძლებს. ამავე შეთანხმების მეორე ნაწილი კი პოლიტპატიმრების გათავისუფლების ვალდებულებას ითვალისწინებს. 

                                                                                                                                ავტორი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები