სიახლეები

225 Views
პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: გუნდი უნდა დავასახელოთ, რათა თამაში გულშემატკივრებისთვის გასაგები გახდეს

იაგო ხვიჩიამ "პოლიტიკური აგორას" ეთერში "გირჩის" შიგნით მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ატაპზე მნიშვნელოვანი პარტიული სიის დაკომპლექტებაა. მისი აზრით, ფეხბურთის მსგავსად, პარტიაშიც უნდა დასახელდეს გუნდი, რათა გულშემატკვრები გაურკვევლობაში არ იყვნენ. 

მისივე თქმით, ბოლო ორმა არჩევნებმა პარტიის წაგების მთავარი მიზეზი გამოაჩინა. მან ხაზი გაუსვა იმას, თუ როგორი ინტენსივობით ურეკავდნენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის აგიტატორები მოსახლეობას, რათა ადამიანები საარჩევნო უბნებზე მოეყვანათ. 

ხვიჩია თვლის, რომ ამგვარი ბინძური მეთოდების ფონზე აუცილებელია, "გირჩის" პორტალზე რაც შეიძლება მეტი ადამიანი დარეგისტრირდეს. "ჩვენ უნდა შევქმნათ ხალისი, რათა ხალხი არჩევნებზე მივიდეს და "გირჩს" მხარი დაუჭიროს იმისთვის, რომ პარლამენტში თავისუფლების ხმა არსებობდეს"-განაცხადა პოლიტიკოსმა.

                                                                                                                                ავტორი: პოლინა აბზიანიძე 

კომენტარები