სიახლეები

176 Views
გირჩი პოლიტიკა

ბადრი გრიგალაშვილი: ოპოციციის ქმედებებმა, ხელისუფლების ბოლომდე დაცემული რეიტინგის აღდგენას ხელი შეუწყო

"პოლიტიკური აგორის" ეთერში, "გირჩის" წევრმა ბადრი გრიგალაშვილმა ოპოზიციის გადაწყვეტილებებზე ისაუბრა.

მისი თქმით, იმის მიზეზი, რომ მედია საზოგადოებაში პანიკას ამძაფრებდა, იყო მათი მთავარ ოპოზიციურ პარტიებთან მიჯაჭვულობა."რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, ისინი საზოგადოების უმეტესი ნაწილის აზრს ითვალისწინებდნენ, როდესაც ამა თუ იმ გადაწყვეტილებას იღებდნენ"-მიიჩნევს გრიგალაშვილი.

"გირჩის" წევრი თვლის, რომ ოპოციციის ქმედებებმა, ხელისუფლების ბოლომდე დაცემული რეიტინგის აღდგენას ხელი შეუწყო.ახლა კი ოპოზიციას უწევს, მთავრობის იდეების საპირისპიროდ  საუბარი.

ოპოზიციამ აზრი იმიტომ შეიცვალა, რომ საზოგადოების ხედვა შეიცვალა, რადგანაც ისინი ვირუსზე ბევრად საშიში პრობლემების წინაშე დადგნენ.

                                                                                                                                    -აცხადებს გრიგალაშვილი.

მისივე თქმით, აქამდე ოპოზიცია მოდუნებული იყო, იმიტომ ისინი  ბიძინა ივანიშვილი შეცდომების იმედზე იყვნენ.ამ ეტაპზე მათ მოსახლეობას, "ანტიკრიზისულ გეგმაზე" უკეთესი რამ უნდა შესთავაზონ.

ოპოზიციას კი არ აქვს მექანიზმი, რომელსაც ხელისუფლებას დაუპირისპირებდა.რაც იმითაა განპირობებული, რომ მათ მკაფიოდ ჩამოყალიბებული იდეოლოგიის არ აქვთ.

                                                                                                                                      -მიიჩნევს "გირჩის" წევრი.

                                                                                                                                  ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები