სიახლეები

გიორგი ვაშაძე: იმის გამო, რომ ერთ ადამიანს დროული დიაგნოზი ვერ დავუსვით, ახლა მუნიციპალიტეტები ჩაკეტილია

''ახალი საქართველოს'' ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, ''პოლიტიკური აგორას'' ეთერში, საგანგებო მდგომარეობასა და კორონავირუსზე ისაუბრა.

ვაშაძე ამბობს, რომ მსოფლიო ჯანაცვის ორგანიზაცია, ყურადღებას სწრაფი ტესტირების აუცილებლობაზე ამახვილებს. სწორედ აქედან გამომდინარე, იგი მიიჩნევს, რომ სწრაფი ტესტების ქვეყანაში არსებობა, იძულებით კარანტინს თავიდან აგვარიდებდა. მისივე თქმით, სწორედ დიაგნოსტიკის არარსებობის გამო, მუნიციპალიტეტების ჩაკეტვა, აუცილებელი გახდა.

იმის გამო, რომ ერთ ადამიანს დროული დიაგნოზი ვერ დავუსვით და ეხლა ყველა კარანტინშია.ხელისუფლების ადგილას ჩამოვიტანდი სწრაფ ტესტებს, რომელიც ყველასდა ყველასთვის უფასო იქნებოდა.

                                                                                                                                   -განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ჯანმრთელობის პრობლემის გარდა ადამიანების საკვების ყიდვის პრობლემა დაუდგათ.ეს ყველაფერი კი ქვეყნის ეკონომიკის სრული პარალიზების ბრალია.''ჩვენ საზოგადოება გამოვკეტეთ სახლში და გვგონია, რომ ჩვენც ამერიკისავით დანაზოგების ქვეყანა ვართ, რეალურად კი, ხალხი შიმშილის ზღვარზეა''-ამბობს პოლიტიკოსი.

რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, ''ახალი საქართველოს'' წევრი აცხადებს, რომ ყველგან სადაც გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, იქ ხელისუფლებამ მოსახლეობას, კონკრეტული სამოქმედო გეგმა წარუდგინა, ჩვენს ხელისუფლებას კი ეს დღემდე არ გაუკეთებია.

მე ვთვლი, რომ ოპოზიციას საგანგებო მდგომარეობის შემოღებისთვის, მხარი არ უნდა დაეჭირა.უფრო მეტიც, მათ უნდა ეცადათ, ხელისუფლების წევრების აზრი  შეეცვალათ, რაც კიდევ უფრო მეტ პრობლემას აგვარიდებდა

                                                                                              -განაცხადა ''ახალის საქართველოს'' წევრმა.

გიორგი ვაშაძემ, ასევე მსოფლიოს მაშტაბით, ლარის ყველაზე მეტად გაუფასურებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ საგანგებო მდგომარეობაა.''ქვეყანაში სრული პანიკაა, რომელსაც მთავრობა თვითონ ქმნის''-მიიჩნევს ვაშაძე.

''გირჩი ტივის'' ეთერში ვაშაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის მთავარი მიზანია, ხელისუფლების შეცვლა. ამისთვის კი, მისი თქმით, არჩევნებში მაღალი პროცენტული მაჩვენებელია აუცილებელი, რისთვისაც ოპოზიციის მაქსიმალური კონსოლიდაციაა საჭირო.

ჩვენ, გაერთიანებული ოპოზიცია, 2018 წელს შევთანხმდით, რომ არჩევნებში ერთად მივიღებდით მონაწილეობას. მე ყველა ტიპის შეთანხმებებს ვიცავ.ჩემი მიზანი, არ არის 10 კაცის პარლამენტში შეყვანა, ხელისუფლების შეცვლაა ყველაზე მნიშვნელოვანი

                                                                                                                                 -აღნიშნავს ვაშაძე.

ვაშაძემ, ოპოზიციის შეთანხმებას სასამართლოს სისტემის რეფორმაზე, საქართველოს ისტორიაში, უპრეცედენტო ფაქტი უწოდა. "ეს არის ახალი პოლიტიკური კულტურა, რომ განსხვავებული შეხედულების მქონე პარტიები, შეიძლება ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხებზე შეთანხმდნენ''-აღნიშნავს პოლიტიკოსი.

ოპოზიციიიდან ვინც არ უნდა შევიდეს პარლამენტში, პირადად მე, მკაცრად მოვთხოვ  დაუყონებლივ შესრულებას

                                                 -განაცხადა ''პოლიტიკური აგორას'' ეთერში, გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხუთ პუნქტიან მემორანდუმს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სასამართლო სისტემის რეფორმაზე ხელი 13 მარტს მოეწერა.

                                                                                                                  ავტორი: პოლინა აბზიანიძე 

 

 

კომენტარები