სიახლეები

233 Views
Girchi News პოლიტიკა

რას შეიძლება ნიშნავდეს სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი იტალიაში

''გირჩის'' ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ თავის ფეისბუქ გვერდზე, კორონავირუსთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ნორვეგიის, ავსტრიისა და შვედეთის სტატისტიკაა ასახული. 

მის ამ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ნორვეგია - 1802 ინფიცირებული - 7 გარდაცვლილი. სიკვდილიანობის მაჩვენებელი 0.38%

ავსტრია 2203 ინფიცირებული, 6 გარდაცვლილი. სიკვდილიანობის მაჩვენებელი 0.27%

შვედეთი 1452 ინფიცირებული 11 გარდაცვლილი. სიკვდილიანობის მაჩვენებელი 0.7%

ინფიცირების ყველა შემთხვევა ვერ იქნება აღრიცხული, ვირუსი უდიდეს ნაწილში უსიმპტომოდ მიდის. მაგრამ გარდაცვალება ალბათ ზუსტად იქნება დიაგნოზირებული, ამიტომ, ჩემი აზრით, გარდაცვალების რეალური მაჩვენებელი ბევრად დაბალია.

იტალიაში იგივე სიკვდილიანობის მაჩვენებელი არის 8%.

ანუ იტალიას აქვს 30-ჯერ მაღალი მაჩვენებელი სიკვდილიანობის.

რას შეიძლება ნიშნავდეს ეს?

1. იტალიელი ხალხი არის ადამიანების სხვა, იმუნოლოგიურად განსხვავებული სახეობა.
2. აქვთ საშინელი ჯანდაცვის სისტემა.
3. აქვთ ინფიცირებული ადამიანების აღრიცხვის უფრო საშინელი სისტემა და რეალურად ჰყავთ ბევრად მეტი ინფიცირებული ადამიანი.

მე აქედან მესამე ვერსიის ყველაზე მეტად მჯერა.

იტალიის მოსახლეობა არის დაახლოებით 60 მილიონი. თუ მისი მოსახლეობის 5% ექნება ნებისმიერი გრიპი ეს სიკვდილიანობის მაჩვენებელი იქნებოდა მათთვის ბუნებრივი. (კორონაზე, ვთქვათ ჯერ არ ვიცით ზუსტად)

მე ზუსტად არ ვიცი რა იწვევს ვირუსის სწრაფ გავრცელებას იტალიაში (რაღაცეები წავიკითხე მაგრამ არ ვიცი მხოლოდ ეგ ფაქტორებია თუ რამე სხვაც), მაგრამ მგონია რომ იტალიის ციფრების საშინელებას განაპირობებს, ვირუსის გავცელების მასშტაბს დამატებული იტალიური ჯანდაცვის სისტემის პრობლემა.
სხვა შემთხვევაში უნდა დავიჯერო, რომ ევროპელი ხალხის სახეობას მათი მოქალაქეობა განსაზღვრავს," - წერს ხვიჩია.

კომენტარები