სიახლეები

39 Views
Girchi News პოლიტიკა

ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ქვეყანას პოლიტპატიმრები არ ჰყავს

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვის კომისია უკვე შექმნილია. პარლამენტმა წარდგენილ დოკუმენტს ერთხმად,114 ხმით არცერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. ოპოზიციამ კენჭისყრაში მონაწილეობა, გამონაკლისის სახით, ერთჯერადად მიიღო.

''ნაციონალური მოძრაობის'' წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა, შეთანხმების მიხედვით, თავიანთი მოვალეობის შესასრულებლად მიიღეს.

ცნობილია კომისიის წევრების სია:

1. არჩილ თალაკვაძე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;

2. მამუკა მდინარაძე - საქართცელოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე;

3. ირაკლი კობახიძე - "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი;

4. ირმა ინაშვილი - ''პატრიოტთა ალიანსის'' წევრი;

5. სერგი კაპანაძე - ''ევროპული საქართველოს'' წევრი;

6. მარიამ ჯაში - პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი;

7.თინათინ ბოკუჩავა - ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრი.

კომისიის წევრებს შორის პარლამენტის თავმჯდომარის ორი მრჩეველიც იქნება.

მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე მსჯელობა უნდა გაიმართოს. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, განხილვები სავარაუდოდ დისტანციურად გაიმართება.

რაც შეეხება ოპოზიციის სრულფასოვან საპარლამენტო საქმიანობაში დაბრუნებას, ''ევროპული საქართველოს'' თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს მაშინ მოხდება, როდესაც შეთანხმების ყველა პირობა შესრულდება. დავთ ბაქრაძე განმარტავს, რომ ეს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ეხება.

შეთანხმების მეორე ნაწილის შესრულებაზე ''ქართული ოცნება'' უარს ამბობს. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ქვეყანას პოლიტპატიმრები არ ჰყავს. მათი განცხადებით, მთავრობა სამართალდამცავ ორგანოებს ვერ ეტყვის,რომ კონკრეტული პირები მათი დავალებით ციხიდან გამოუშვან.

ვერცერთი ელჩი, ვინც მოლაპარაკებებს ესწრებოდა, ვერ იტყვის, რომ ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი, კონკრეტული გვარებით შეთანხმებაში იყო

- განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ.

                                                                                                                                                                                   ავტორი:პოლინა აბზიანიძე

 

კომენტარები