64 Views
Girchi News პოლიტიკა

ხელისუფლება შეთანხმების შესრულებას საკონსტიტუციო ცვლილებებით იწყებს?

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დადებული შეთანხმების მიხედვით, ''ქართულ ოცნებას'' ვადა კომისიის შესაქმნელად ამ კვირაში ეწურება. კომისიის წევრების ვინაობა კი ცნობილი დღეს გახდება.

როგორც უკვე ცნობილია პარლამენტი მუშაობის ონლაინ რეჟიმზე გადადის. როგორც პარლამენტის წევრმა მამუკა მდინარაძემ ''მთავარის'' ეთერში განაცხადა, საკონტიტუციო განხილვებს ამით ხელი არ შეეშლება.

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია, კომისიის დაკომპლექტებაში მონაწილეობას ერთჯერადად მიიღებს, თუმცა ისინი რეგიონებში სიარულს, არ აპირებენ.

ამ რეჟიმში დარჩენას კი მანამდე აპირებენ, სანამ მთავრობა შეთანხმების ყველა პირობას არ შეასრულებს და პოლიტპატიმრები ციხეს არ დატოვებენ.

შეთანხმების ერთი ნაწილი სრულდება, კონსტიტუცია უკვე დარეგისტრირდა. როდესაც შეთანხმების ყველა პუნქტი იქნება შესრულებული, ჩვენ მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას. წინააღმდეგ შემთხვევაში საკონსტიტუციო პროცესებში არ ჩავერთვებით

- განაცხადა ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრმა რომან გოცირიძემ.

შეთანხმების მიხედვით, ერთ თვეში საზოგადოებას ცვლილებები უნდა წარედგინოს, რომელიც 2020 წლის არჩევნებისთვის, კონსტიტუციაში უნდა შევიდეს. ''მთავართან'' საუბრისას ''ევროპული საქართველოს'' წევრმა ოთარ კახიძემაც პოლიტპატიმრების გათავისუფლების აუცილებლობაზე ისაუბრა.

საარჩევნო სისტემასთან ერთად აუცილებელია მთლიანი პოლიტიკური გარემოს ცვლილება, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას გულისხმობს

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციას და ''ქართული ოცნება'' 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესზე 8 მარტს შეთანხმდნენ და შესაბამისი მემორანდუმიც გააფორმეს. რის საფუძველზეც 120/30 პროპორციული სისტემით აირჩევიან მაჟორიტარები, ბარიერი კი 1 % იქნება. ასევე 40%-ზე ნაკლები ხმების მიმღები პარტია, საპარლამენტო უმრავლესობის შექმნას ვერ შეძლებს.

ამავე შეთანხმების მეორე ნაწილის მიხედვით, მთავრობამ პოლიტპატიმრები დაუყონებივ უნდა გაათავისუფლოს.

                                                                                                                                                                                   ავტორი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები