სიახლეები

იაგო ხვიჩია: მემორანდუმი საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემის დანგრევაში დაგვეხმარება

გირჩის ლიდერი, იაგო ხვიჩია აღნიშნავს, რომ სასამართლო რეფორმის თაობაზე შეთანხმების ძირითადი საგანი, სრულად დამოუკიდებელი და თავისუფალი მართლმსაჯულების სისტემაა.

როგორც ხვიჩიამ განაცხადა, ოპოზიციის მოტივია შეთანხმდნენ მართლმსაჯულების ისეთ სისტემაზე, რომელიც არ აღმოჩნდება ერთი პოლიტიკური ძალისა და ერთი ადამიანის ხელში, ამავდროულად დაანგრევს საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემის პრინციპს.

გათვალისწინებულია მოსამართლეთა არჩევითობის პრინციპი, სისხლის სამართლის საქმეების განხილვა ნაფიცი მსაჯულების მიერ და ახალი ცოდნის შემოტანა საქართველოს საერთო სასამართლოებში, უცხოელი მოსამართლეების ჩამოყვანით

 შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ სასამართლო რეფორმის საერთო ხედვაზე მემორანდუმი დღეს გააფორმა.
 

ავტორი: გიორგი ექიზაშვილი

კომენტარები