სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თვითდაზიანებები მიიყენა, დაკითხვაზე ლუკა სირაძეს დააპირისპირეს

ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, რევაზ აჭარაძის ცნობით, მოზარდი, რომელმაც თვითდაზიანებები მიიყენა, დაკითხვისას ყოფილ თანაკლასელს, აწ გარდაცვლილ ლუკა სირაძეს დააპირისპირეს. როგორც აჭარაძე ამბობს, ერთმანეთთან დაპირისპირებამ ორივე მხარეს "დიდი სტრესი მიაყენა და უკიდურესად დათრგუნა."

როგორც მასალებიდან ირკვევა, ფაქტობრივად, ძველი სტილის დაკითხვა იყო. დაპირისპირებაც კი მოხდა. რასაც, რა თქმა უნდა, უარყოფს გამომძიებელი, რომელიც ამ ეტაპისთვის დაკავებულია. ასე ვთქვათ, კლასიკური დაპირისპირება იყო. არასრულწლოვნები ჰყავდათ უშუალოდ მაგ განყოფილებაში დაბარებულები. დააპირსპირეს ერთმანეთს

განაცხადა აჭარაძემ ტვ პირველის ეთერში.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები