სიახლეები

91 Views
პოლიტიკა

უგულავა: ლარნაკაში შეხვედრა 90-იან წლებში ივანიშვილის "საგმირო საქმეებს" ეხებოდა

აეროპორტში თავდასხმის შემდეგ, "ევროპული საქართველოს" წევრებმა, გიგი უგულავამ და გოკა გაბაშვილმა შსს-ს შენობა ხუთსაათიანი დაკიკთხვის შემდეგ დატოვეს. 

ხუთი საათი ვიყავით დაკითხვაზე, აქედან ორი საათი სრულიად ტყუილად. ვერ გავიგეთ ვინ არიან თავდამსხმელები, პოლიციამ არ გვითხრა მათი სახელები და გვარები. ეს ამყარებს ეჭვს, რომ ყველაფერი იყო დადგმული, რადგან თავდასხმა მოხდა აეროპორტის ყველაზე დაცულ ზონაში, საპასპორტო კონტროლის მიღმა. ნაცნობ ქალბატონთან ერთად ვსვამდით ყავას და ვსაუბრობდით, როდესაც მოვიდა ვიღაც მუტრუკი და დაიწყო ლასიკური ტექსტები, რასაც ვისმენთ ხოლმე ამათი ორკებისგან და ტიტუშკებისგან. მალე მოვიდა მეორე კუნთიანი და დაიწყო ჩხუბი, რამდენიმე წუთში პოლიციამ წაიყვანა ისინი და აღარც სახელს გვეუბნებიან და აღარც გვარს.

არ გვაქვს ილუზია, რომ რამე სერიოზული გამოძიება ჩატარდება, პირდაპირ გვითხრა გამომძიებელმა, რომ ეს არის მსუბუქი მუხლი და კამერის ჩანაწერების ამოღების უფლება არ აქვთ თურმე, რაკი მსუბუქია, ამასაც არ აპირებენ. მეც და გოკამაც ვთქვით ექსპერტიზაზე უარი, რადგან აბსოლუტურად დროის ფუჭ კარგვად მიგვაჩნია

- განაცხადა გიგი უგულავამ.

ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის თქმით, ის და გოკა გაბაშვილი ლარნაკაში შეხვედრაზე მფრინავდნენ. როგორც თავად უგულავა აღნიშნავს შეხვედრა "90-იან წლებში ივანიშვილის საგმირო საქმეებს" ეხებოდა.

რამდენიმე შეხვედრა გვქონდა, რომელიც ეხება 90-იან წლებში ივანიშვილის საგმირო საქმეებს, როცა იყო რუსეთში. საუბარია შეკვეთილ მკვლელობებზე, ფულის გათეთრებაზე და იმ მტკიცებულებებზე, რომელიც სხვადასხვა ადამიანებს აქვთ. ამას უნდა გავცნობოდით, როგორც ჩანს, ივანიშვილმა გაიგო და მოაწყვეს ეს სამასხარაო ჩხუბი. ეს კიდევ უფრო მიღრმავებს ეჭვს, რომ საბუთები, რომელიც უნდა მენახა, ღირს ნახვად, რადგან ამხელა ოპერაცია დადგეს იმისთვის, რომ არ წავსულიყავით. წყალზე ბრალდებები არ მიყვარს, თუ იქნება ვალიდური საბუთები, იმას საზოგადოება აუცილებლად ნახავს

ევროპული საქართველოს ლიდერებზე, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილზე, თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ორი თავდამსხმელი გამოკითხვაზე იმყოფება.

კომენტარები