სიახლეები

გზაგასაყარზე ვართ, გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი დგას აქ - ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძემ, "თავისუფალ ბაზარში" "გირჩის" ორპუნქტიან გეგმასა და მთავარ ინიციატივაზე, მოქალაქეებისთვის სახელმწიფო აქტივების (ქონების) დაბრუნების შესახებ ისაუბრა.  ჯაფარიძის თქმით, ამ თემაზე ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა მათგანთან დიალოგს აქვს აზრი, თუკი შედეგი დაიდება:

"ვლაპარაკობთ ყველასთან, ყველა მათგანთან ბევრნაირად უნდა ვცადოთ ამ თემის მნიშვნელობის ახსნა, მაგრამ თუ რაღაც მომენტში არ წამოვლენ ამ ამბავზე, მაშინ არ ღირს მათთან თანამშრომლობა. საფრთხე არსებობს, რომ ისევ იმ სისტემის ქვეშ დავრჩეთ და სულერთია მაგ შემთხვევაში ვინ იქნება ხელისუფლებაში. მეორე შემთხვევაში კი, ის, რომ მრავალპარტიული პარლამენტი თავისთავად რამე სიკეთეს მოიტანს, გარდა დემოკრატიული განვითარებისა, არ მჯერა. ადამიანების კეთილდღეობა მათი სწრაფ გამდიდრებაზე დგას. მე მართლა გულწრფელად მჯერა, რომ გზაგასაყარზე ვართ, გადარჩენა-არ გადარჩენის საკითხი დგას აქ, ზოგადად სამყაროს განვითარებას თუ შევხედავთ, სად მიდიან, როგორ აქვთ ტემპი აკრეფილი და სად ვართ ჩვენ და როგორი გაჭედილები ვართ - ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აქ თუ რაღაცა პრინციპულად არ გადავამტვრიეთ და ეს ქონების დაბრუნების ამბავი, საუკეთესო სწრაფი გამდიდრების გზა, ეს თუ არ გამოვიყენეთ, მართლა არ მჯერა, რა შეიცვლება."

- ამბობს ჯაფარიძე "თავისუფალი ბაზრის" ეთერში.

ხელისუფლების მშვიდობიანი ჩანაცვლების ორ პუნქტიანი გეგმა "გირჩისგან".

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები