სიახლეები

66 Views
პოლიტიკა

რუსეთს ოლიმპიადებსა და საერთაშორისო ჩემპიონატებზე მონაწილეობა აეკრძალა

რუსი სპორტსმენები მომავალი 4 წლის განმავლობაში ოლიმპიადებსა და მსოფლიო ჩემპიონატებზე რუსეთის დროშით მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ. ამასთან, რუსეთს აეკრძალა მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება და მოთხოვნის გაგზავნაც მის ჩატარებაზე. მსოფლიო ანტიდემპინგურმა სააგენტომ (WADA), რუსეთს საერთაშორისო შეჯიბრებებზე, მათ შორის, ოლიმპიადებსა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, 4 წლით, მონაწილეობის მიღება აუკრძალა.

WADA-ს შესაბამისობის კომიტეტმა რუსეთის სპორტული ნაკრებების დისკვალიფიკაციის რეკომენდაცია 26 ნოემბერს გასცა. კომიტეტის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ანტი-დოპინგური სააგენტო არ შეესებამება პატიოსნების დადგენილ სტანდარტს. 

ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტისთვის გაგზავნილი რეკომენდაციების სია შემდეგნაირად გამოიყურება:

რუსეთის დროშა არ უნდა აღიმართოს მსხვილ საერთაშორისო შეჯიბრებებზე;

აეკრძალოს რუსეთის ნაკრებს მონაწილეობა მაღალი რანგის, მსხვილ საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში. შეჯიბრზე დაიშვებიან მხოლოდ ის რუსი სპორტსმენები, რომლებიც დაამტკიცებენ სისუფთავეს, მაგრამ ისინი ვერ იქნებიან რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები;

რუსეთის სახელმწიფო ჩინოვნიკებსა და წარმომადგენლებს ოთხი წლით აეკრძალოს მონაწილეობა ახალგზარდულ ოლიმპიადაზე, ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებში. აეკრძალოს მონაწილეობა ნებისმიერ შეჯიბრში, რომელიც ორგანიზებულია ქვეყნის მიერ, რომელიც ხელს აწერს ანტიდოპინგურ კოდექსს;

ოთხი წლის ვადით აეკრძალოს რუსეთს ნებისმიერი საერთაშორისო შეჯიბრების მასპინძლობა და განაცხადის შევსება მასპინძლობაზე.

უკვე წლებია, რაც რუსეთთან მიმართებაში დოპინგური სკანდალი გრძელდება. ე.წ. რუსეთის დოპინგის სკანდალის გამო, რუსეთის ოლიმპიური ნაკრებს აეკრძალა მონაწილეობა სამხრეთ კორეაში გამართულ ზამთრის ოლიმპიადაზე.

კომენტარები