სიახლეები

75 Views
პოლიტიკა

ტრამპი ნატოში კონტრიბუციას ამცირებს და დაზოგილი თანხით საქართველოსა და უკრაინას ეხმარება

ტრამპის ადმინისტრაცია ნატოს კოლექტიურ ბიუჯეტში, ამერიკის შეერთებული შტატების კონტრიბუციის მნიშვნელოვნად შემცირებას გეგმავს.

ადმინისტრაცია საორგანიზაციო ხარჯების ბიუჯეტის 22 პროცენტიდან 16 პროცენტამდე შემცირებას აპირებს.

CNN ამერიკელ მაღალჩინოსნებოს და ნატოს დიპლომატების განცხადებებზე დაყრდნობით წერს, რომ "ახალი ფორმულა" მიმდინარე კვირაში დამტკიცდა თეთრ სახლში.

აშშ დაზოგილი თანხით, ევროპაში შეერთებული შტატების სამხედრო თუ უსაფრთხოების ძალისხმევების ხელშეწყობას გეგმავს.

რამდენადაც ცნობილია, აშშ პროგრამებს ნატოს არაწევრ ქვეყნებში, საქართველოსა და უკრაინაში განახორციელებს.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები