სიახლეები

61 Views
პოლიტიკა

გახარია: ბატონმა ბიძინამ გულწრფელად და ღიად უპასუხა კითხვებს

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილმა აბსოლუტურად გულწრფელად და ღიად უპასუხა საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს.

გახარიას შეფასებით, მნიშვნელოვანი იმის ხაზგასმა იყო, თუ რამდენად რთულია დემოკრატიული პროცედურების დაცვით ქვეყნის წარმატებულად მართვა.

"ეს ის გამოწვევა და ვალდებულებაა, რომელიც ჩვენ უნდა შევასრულოთ. მარტივია ქვეყნის მართვა, როდესაც შენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს იყენებ უკანონოდ, ძალადობრივად. რთულია ქვეყნის მართვა, როდესაც აბსოლუტურად დემოკრატიულ, თავისუფალ გარემოში, სადაც მედია სრულად თავისუფალია, გამოხატვის თავისუფლებას არაფერი ემუქრება, სადაც ისეთი დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლება გვაქვს, რომ ზოგიერთები პარლამენტის შტურმს და ბლოკირებას გამოხატვის თავისუფლებად აღიქვამენ. ის მიზანი, რომელიც ჩვენ ინტერვიუში დავინახეთ, ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია და ეს არის ის, რა მიმართულებითაც ჩვენ ვმუშაობთ"

- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები