სიახლეები

232 Views
პოლიტიკა

რუსეთის დუმის სპიკერმა კომუნისტები საქართველოს “განვითარებისთვის” გააკრიტიკა

რუსეთის დუმის სპიკერმა კომუნისტები საბჭოთა პერიოდში საქართველოს "განვითარებისთვის" გააკრიტიკა.

ვიაჩესლავ ვოლოდინის აზრით, საბჭოთა პერიოდში კომუნისტები პრიორიტეტს ანიჭებდნენ არა რუსეთის, არამედ საქართველოს და ბალტიისპირეთის განვითარებას.

ვოლოდინის განცხადება დუმის სხდომაზე, მევენახეობის კანონპროექტის განხილვისას, კომუნისტი დეპუტატის, ნიკოლაი ხარიტონოვის გამოსვლას მოჰყვა.

ხარიტონოვმა დეპუტატებს გაახსენა, რომ საბჭოთა პერიოდში ქვეყანაში არსებობდნენ მთლიანად მევენახეობის რეგიონები - საქართველო და მოლდოვა.

საბჭოთა დროს საჭირო იყო რუსეთის ფედერაციის განვითარება და არა საქართველოსი. საქართველოში ვდებდით ყველაფერს, ახლა კი ვხედავთ, რომ ნაწყენებიც არიან... ყველაფერს, ბოლოსაც კი მათ ვაძლევდით, ბალტიისპირეთსაც და სხვა ქვეყნებმაც. ისინი უკეთესად ცხოვრობდნენ, მაშინ, როცა მთელი რესურსები ჩვენ გვქონდა... მდივნებიც იქიდან გვყავდა, საგარეო საქმეთა მინისტრებიც და დღეს კიდევ ჩვენ გვადანაშაულებენ

- განაცხადა დუმის სპიკერმა ვოლოდინმა.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები