სიახლეები

ანზორ ბიწაძე: ჩვენი პარტია არ არის პრორუსული

პრორუსული შეიძლება იყოს ორგანიზაცია ან პარტია, რომელიც ახორციელებს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს საქართველოში. ასეთ ორგანაზაციებს რა თქმა უნდა ერთმნიშვნელოვნად უნდა ვუწოდოთ პრორუსული. რუსეთის ფედერაციის ინტერესი, შეიძლება სხვადასხვა ეტაპზე სხვა რაღაც იყოს. შეიძლებს ეს იყოს პოლიტიკური კრიზისი, შეიძლება პირიქითაც, შეიძლება ეს იყოს კონკრეტული პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა. მაგრამ ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობა ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ არ არის პრორუსული პარტია. 

პარტია "ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი და ნინო ბურჯანაძის ვაჟი, ანზორ ბიწაძე გადაცემა "თავისუფალ ბაზარში" ამბობს, რომ მისი პარტია გავრცელებული აზრის მიუხედავად, არ არის პრორუსული.

ვერცერთი ჭკუამყოფელი ვერ მოიტანს ჩვენი პარტიის წარმომადგენლის ისეთ განცხადებას, რომელშიც იკითხება რუსეთის ინტერესები.

- ამბობს ბიწაძე

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები