სიახლეები

981 Views
დღის ფოტო

დღის ფოტო - კიმ ჩენ ინი ახალ პოლიტიკურ მომავალს აანონსებს

სააგენტო Reuters-მა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ახალი ფოტოები გაავრცელა, რომელზეც  კორეელი დიქტატორი  თეთრ ცხენზე ამხედრებული  ჯირითობს ქვეყნის უმაღლეს მწვერვალ  პაეკტუზე, რომელიც წმინდა მთად მიიჩნევა კორეაში. 

Reuter-ს ფოტოები ჩრდ. კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ მიაწოდა, მათ განცხადებაში წერია, რომ კიმ ჩენ ინის მწვერვალ პაეკტუზე ჯირითი სიმბოლურია და მნიშვნელოვანი მოვლენაა კორეის რევოლუციის ისტორიაში.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებულ მოხსენებაში, ნათქვამია, რომ სრულიად დარწმუნებული არიან მათი ლიდერის შესაძლებლობებში და ასევე იმაში, რომ  კიმ ჩენ ინი "დიდ ოპერაციას" გეგმავს

"სანქციების შემსუბუქებისკენ  სწრაფვა დასრულდა. გარკვეული ჯერ არაფერია, მაგრამ ის იწყებს ახალი მოლოდინების გაჩენას,  2020 წლის მომავალი პოლიტიკური კურსის შესახებ."

- წერს კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები