სიახლეები

148 Views
პოლიტიკა

ჩვეულებრივი ტიპი, რომელსაც უნდა, რომ რაღაც მომსახურება გამიწიოს, მავნებლური რეგულაციის გამო კანონდამრღვევად იქცა.

"წეღან უნივერსიტეტისკენ მიმავალ ავტობუსს ველოდებოდი და ამ დროს ნელ-ნელა მომიახლოვდა ლურჯი ფერის მერსედესი, გააჩერა, თან მიყურებს, მეთქი, რა ხდება?! აი, ძაან ფრთხილად, ფილმებში რომ ნარკოტიკს აჩვენებენ ბარიგები კლიენტებს, ისე ამოიღო ტაქსის ტრაფარეტი და მაჩვენა.
შოკია! სიგიჟეა! აი, ჩვეულებრივი ტიპი, რომელსაც უნდა, რომ რაღაც მომსახურება გამიწიოს, რაღაც უნიჭო და მავნებლური რეგულაციის გამო კანონდამრღვევად იქცა.
არ გამოვა ასე."

ტაქსების რეგულაციების შესახებ ფეისბუქის მომხარებელი ედო ჯავახაძე წერს.

შეეგახსენებთ, რომ 1 ოქტომბრიდან თბილისში თეთრის გარდა, ყველა სხვა ფერის ტაქსის გადაადგილება იკრძალებაშესაბამისი გადაწყვეტილება დედაქალაქის მერმა გასული წლის სექტემბერში მიიღო და თბილისის სილამაზის შესანარჩუნებლად ქალაქში მხოლოდ თეთრი ტაქსების მოძრაობა დაუშვა. 

 

კომენტარები