სიახლეები

475 Views
პოლიტიკა

რომან გოცირიძე: ხაზარაძემ დღეს ბევრს გაუცრუა იმედი

მამუკა ხაზარაძის მიერ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას "ნაციონალურ მოძრაობაშიც" აფასებენ. რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ხაზარაძემ აუცილებლად საჯაროდ უნდა თქვას, სად გადის მისთვის ზღვარი და შეუძლია, თუ არა "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობა.

როგორც მან ჩვენთან საუბრისას განაცხადა, დღევანდელ რეალობაში ნებისმიერი ძალის გამოჩენა, რომელიც ივანიშვილის მმართველობას ფუნდამენტს შეურყევს, კარგია. თუმცა, გოცირიძე მიიჩნევს, რომ "ხაზარაძის
ხმები შეიძლება მნიშვნელოვანი გახდეს წითელ ხაზს მიღმა დარჩენილი ივანიშვილ-ინაშვილის პარტიის გარდა ფაქტობრივად ყველა პროევროპული პარტიის კოალიციის შექმნაში"


"არის რისკებიც, რომ ხაზარაძე წაიღებს იმ ამომრჩევლების ხმებს, რომელიც ერთ დროს ”ოცნების” იყო და არასდროს დაუბრუნდება ივანიშვილს, ხაზარაძის პარტიის მეშვეობით კი შეიძლება კვლავ მის ყულაბაში აღმოჩნდეს. ვთქვათ, დევნის შეწყვეტის დაპირების გამო. 

ამიტომაცაა აუცილებელი, რაც შეიძლება მალე განაცხადოს, დასაშვებად მიიჩნევს თუ არა აშკარა კრემლის მარიონეტებთან და ქვეყნის უზურპატორთან ერთ კოალიციაში ყოფნას. 

როცა ამბობენ, არც ქოცები, არც ნაცები, ეს ნიშნავს, ქოცები. მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს ამ დიხოტომიიდან თავის დაძვრენის შესაძლებლობა: როცა ამბობ, რომ არც იმასთან ვიქნები და არც ამასთან და თუ ჩემი ხმებია გადამწყვეტი მთავტობის ფორმირებისათვის, მირჩევნია არ შედგეს უმრავლესობა და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ნორმალური გამოსავალია დემოკრატიული ტრადიციების მქონე ქვეყნებისთვის და პარტიის პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი საქართველოს პირობებში. 

ასე რომ, ხაზარაძეს მოუწევს არჩევანის გაკეთება-ან ხალხთან ერთად, ან ბიძინასთან. დღეს მან ბევრს გაუცრუა იმედი" - აცხადებს რომან გოცირიძე

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ დღეს ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო" დააფუძნა.

კომენტარები