სიახლეები

გირჩის ტოტალიზატორში აზარტულმა მოთამაშეებმა 140,000 GeD წააგეს

გირჩის ტოტალიზატორის შედეგები სამთავრობო ცვლილებებზე:

  • სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, გირჩის ტოტალიზატორში ფსონი სულ 15-მა ადამიანმა განათავსა. ამათგან რვა პოზიცია, მამუკა ბახტაძის პრემიერმინისტრად დარჩენაზე განთავსდა  -  (ყველაზე მეტს სწორედ ბახტაძემ გაუსხა).
     
  • ყველაზე მეტი მოგება გიორგი გახარიას პრემიერმინისტრობაზე გაიცა - ფსონი ოთხმა ადამიანმა დადო და ოთხივემ არსებული კოეფიციენტის შესაბამისი GeD მიიღო.
     
  • ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობაზე ფსონი სულ სამმა ადამიანმა დადო - სამივემ წააგო :) 
     
  • ტოტალიზატორში შემოსული ფსონების რაოდენობამ ჯამში 149,215  ჯედი შეადგინა, გაცემულმა კი - 8800. შესაბამისად, დაფიქსირებული მოგება - 140 415 GeD-ია.
     

ბახტაძის დარჩენაზე ყველაზე მაღალი ფსონი 100 000 GeD იყო.

გირჩმა ასეთი კოეფიციენტები წარადგინა:

"1. მამუკა ბახტაძე წავა:
ხვალ - 1.2
ზეგ - 1.1
არ წავა - 15.0

2. პრემიერად დასახელდება:
გახარია - 1.1
ცქიტიშვილი - 1.6
დიმიტრი ცქიტიშვილი - 15.0

3. შს მინისტრი ახალ კაბინეტში იქნება:
ღარიბაშვილი - 1.3
გომელაური - 5.0
ჭიკაიძე - 15.0

4. ცოცხალი:
შეიცვლება 2,5 > მინისტრი - 1.1
შეიცვლება 4,5 > მინისტრი - 3.0
შეიცვლება 6,5 > მინისტრი - 7.0

ფსონები მიიღება მხოლოდ GeD-ებში.

მინიმალური ფსონი - 1,000 GeD.
მაქსიმალური ფსონი - 100,000 GeD.

გაცნობებთ, რომ გირჩის ტოტალიზატორი ჯერ-ჯერობით მხოლოდ სატესტო რეჟიმში მუშაობს. მის დახვეწილ ვარიანტს, მეტი შესაძლებლობებით, უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

კომენტარები