სიახლეები

19 Views
პოლიტიკა

უნდა ჰქონდეს თუ არა სკოლას უფლება, მოსწავლეს ასწავლოს მოლოტოვის კოქტეილის დამზადება და გამოყენება?

სანამ თქვენ აზრს დააფიქსირებთ, ერთ რამეზე დაფიქრდით.

1. წარმოიდგინეთ, 17 წლის მოსწავლე, რომელიც მე-12 კლასში გადავიდა. მალე ის სკოლას დაამთავრებს დაარჩევნებში ხმის მიცემის უფლებასაც მიიღებს. თუ არ გვჯერა, რომ 18 წლის მიღწევისას პოლიტიკურირეალობის აღქმა მისტიკურად ჩნდება ადამიანის თავში, და თუ იმისიც გვჯერა, რომ სკოლაში ბავშვსნამდვილი ცხოვრებისთვის უნდა ამზადებდნენ, მაშინ მას პოლიტიკურ ცხოვრებაზე ადეკვატურიწარმოდგენა უნდა ჰქონდეს.

2. თუ მოსწავლეს პოლიტიკურ ცხოვრებაზე გაკვეთილებს ჩავუტარებთ, შეუძლებელია მას რეალურპოლიტიკურ პროცესებზე არაფერი მოვუყვეთ და არაფერი ვაჩვენოთ. ჩვენ ქვეყანაში პოლიტიკის დიდინაწილი ქუჩაში, დიდწილად პარლამენტის წინ კეთდება. ამიტომ მორიგ მიტინგზე ბავშვების მიყვანა, თავისი შინაარსით, ერთდროულად მუზეუმში ექსკურსიასა და რეალურ ცხოვრებაში დადგმულექსპერიმენტს წარმოადგენს. იქ შეიძლება ვაჩვენოთ პოლიტიკოსებს შორის განსხვავება, მათი ტრიბუნაზექცევა, ვაჩვენოთ სამთავრობო და ოპოზიციური მიტინგებს შორის სხვაობა და მსგავსება, გავაცნოთადამიანების განწყობა და მათი პოლიტიკოსების აღქმა, გავაცნოთ პოლიტიკურად აქტუალური თემები დაძირითადი პოლიტიკური ძალების პოზიციები.

3. ალბათ, ცხადია, რომ სკოლის ადმინისტრაციისა და მასწავლებლის უპირველესი ვალდებულებაა, უზრუნველყოს მოსწავლის უსაფრთხოება, ხოლო ოპოზიციურ მიტინგზე გასვლისას, ყოველთვის არის რისკი, რომ მთავრობა ამ მიტინგის დაშლას დააპირებს. ამრიგად, აუცილებელია, რომ ბავშვები დაცულები იყვნენ, იქნება ეს ჩაფხუტი, სათვალეები თუ სათანადო ჩაცმულობა. თუმცა არ შეიძლება მოსწავლეს უბრალოდდაახურო ჩაფხუტი. მას ისიც უნდა აუხსნა, თუ რატომ კეთდება ეს. სხვა სიტყვებით, ასახსნელია, რომზოგჯერ პოლიცია ძალას იყენებს მიტინგების დასაშლელად, ხოლო ზოგჯერ ამ ძალის გამოყენებაში ზღვარსგადადის, რასაც ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი შეიძლება შეეწიროს. შეიძლება, ჩვენ ვერშევთანხმდეთ, იყო თუ არა ადეკვატური ძალა გამოყენებული 20 ივნისს, 26 მაისს თუ 7 ნოემბერს, მაგრამნებისმიერი პოლიტიკური შეხედულებების ადამიანი დათანხმდება, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იყოშემთხვევები, როცა მთავრობა უმიზეზოდ და ყოველ მორალსა თუ ადეკვატურობას აცდენილი სისასტიკითარბევდა მიტინგს. სხვა თუ არაფერი, 9 აპრილის შეფასებებში ხომ ყველა ვთანხმდებით?

4. გამოდის, პოლიციამ შეიძლება ისე გამოიყენოს ძალა, რომ მისი ეს ქმედება არც მორალით, არც კანონითიქნება გამართლებული. რადგან ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს უკვე მომხდარა, ბავშვები მიტინგზე არამხოლოდ დაცული უნდა წავიყვანოთ, მათ ისიც უნდა ავუხსნათ, თუ როგორ მოიქცნენ, როცა პოლიციელიმოძალადედ იქცევა. პოლიციელი რომ ადამიანია და რომ ისიც კრიმინალი შეიძლება იყოს, და რომპოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ზოგჯერ არა თუ გამართლებულია, არამედ სავალდებულოცარის, ეს ცოდნა აუცილებელია ნებისმიერი პოლიტიკურად განათლებული ადამიანისთვის. შემთხვევითი არარის, რომ ადამიანთა უფლების დეკლარაციაში ოდესღაც ჩაწერეს: When the government violates the rights of the people, insurrection is for the people and for each portion of the people the most sacred of rights and the most indispensable of duties.

5. თუ პოლიციელი მოძალადე შეიძლება იყოს, ხოლო პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევამოქალაქის მორალურ ვალდებულებად შეიძლება იქცეს, მაშინ მომავალ ამომრჩეველს ისიც უნდავასწავლოთ, რომ ჩვენ ქვეყანაში ადამიანს იარაღის ტარების უფლება არ გააჩნია, რომ ის მთავრობისძალადობის წინაშე კანონის თანახმად სრულიად დაუცველია. ამრიგად, მოსწავლემ ისიც უნდა იცოდეს, თუროგორ დაიცვას თავი მოძალადე პოლიციელისგან, როცა გაქცევა თუ ჩუმად ყოფნა ამორალური ხდება. ყველაზე ეფექტიანი თავდაცვის თუ თავდასხმის ინსტრუმენტი კი მოლოტოვის კოქტეილია, რომელიცშეიძლება არა მხოლოდ მოძალადეების წინააღმდეგ იქნას გამოყენებული, არამედ მსუბუქი ჯავშანტექნიკისმწყობრიდან გამოყვანისთვისაც კი გამოდგება. უკრაინის 2014 წლის რევოლუცია ამ ყველაფრის ყველაზეკარგი ილუსტრაციაა.

6. მოლოტოვის კოქტეილის გამოყენება კი საკმაოდ საშიშია და მის სწორად გამოყენებას გარკვეული ცოდნადა გამოცდილება სჭირდება, თუმცა მისი დამზადების სკოლაში სწავლებაა აკრძალულია. მეტიც, მიტინგზემოსწავლეების გაყვანაც კი სკოლის აკრედიტაციის გაუქმებით შეიძლება დასრულდეს, რადგან ადამიანებისთავში ერთდროულად თანაარსებობს ორი ურთიერთგამომრიცხავი იდეა: ბავშვები პოლიტიკისგან უნდადავიცვათ; სკოლა აპოლიტიკურია და ახალგაზრდები შეცვლიან ჩვენ პოლიტიკას.

ახლა კი კითხვას გავიმეორებ: უნდა ქონდეს თუ არა სკოლას უფლება, მოსწავლეს მოლოტოვის კოქტეილისდამზადება და გამოყენება ასწავლოს?

იხ. სტატია ფეისბუქზე.

კომენტარები