15 ოქტ 2019
2673 Views
მართლმსაჯულება

ოთო კახიძე: მარიხუანას მოხმარების უფლება კონსტიტუციიდან არ გამომდინარეობს

თავად მოქალაქეებს მარიხუანას მოხმარების უფლება უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ეს პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს და არა საკონსტიტუციო სასამართლომ“  - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთო კახიძემგირჩის“ საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა. 

შეკითხვაზე, რა იცავს მარიხუანას მოხმარების სასჯელისგან ადამიანს, ოთო კახიძე პასუხობს რომ არაფერი, რადგან ეს პოლიტიკური ხელისუფლების, ანუ პარლამენტის საქმეა. მისივე თქმით, ალკოჰოლის მოხმარებას ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლება არ მოიცავს. 

იმას კი არ ვამტკიცებ რომ მარიხუანას მოხმარების გამო ვინმე უნდა ისჯებოდეს, პირიქით. როგორც ალკოჰოლი, ისეთ რეჟიმში უნდა იყოს. უბრალოდ, მარიხუანას მოხმარების უფლება კონსტიტუციიდან არ გამომდინარეობს. კონსტიტუცია არ არის “წელვადი” დოკუმენტი. არ შეიძლება ისეთი უფლების ამოკითხვა, რომელიც არ არსებობს და ამ გზით საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში ჩარევა“ - აცხადებს კახიძე.

მარიხუანასთან დაკავშირებით დეპუტატის დამოკიდებულება ჩვენთვის მას შემდეგ გახდა საინტერესო, რაც 10 ოქტომბერს, პარლამენტში, მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს, ოთო კახიძე კითხვებს სწორედ მარიხუანასთან დაკავშირებით უსვამდა

კახიძე ამბობს, რომ ზაზა თავაძეს, მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სამივე გადაწყვეტილებას აფასებინებდა. ამის მიზეზი კი ის იყო რომ ზაზა თავაძე, გადაწყვეტილებების მიღების დროს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო. 

კახიძე თვლის, რომ ეს საკითხი სასამართლოს დასადგენი არ არის, გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს და თავაძეს შეკითხვებს ზოგადად, მისი უწყების გადაწყვეტილებებზე უსვამდა. 

"მარიხუანა, ისევე როგორც ალკოჰოლი, ჯანმრთელობისთვის ძალიან მავნებელია, მაგრამ მისი მოხმარება არ უნდა ისჯებოდეს" - აცხადებს კახიძე.

შეგახსნებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარება დასაშვებად გასულ წელს ცნო. აღშნინა, რომ "მარიხუანის მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ სფეროს. „პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება ნებას რთავს ადამიანს, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე გადაწყვიტოს, რომელი ტიპის გასართობი თუ რეკრეაციული აქტივობით დაკავდება. ეჭვგარეშეა, რომ ადამიანის გასართობი აქტივობები მიეკუთვნება მისი პირადი ავტონომიის სფეროს. შესაბამისად, პიროვნების ზემოქმედება საკუთარ თავზე და ამგვარად გართობის ან სიამოვნების მიღება თავისთავად ხვდება მისი თავისუფალი განვითარების სფეროში"




ავტორი: მარია გეგეჭკორი



კომენტარები